+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 2 (2-დან)

თემა: La Trappe - ბერების ლუდი

Share
  1. #1
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 163 597
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    La Trappe - ბერების ლუდი



    მსოფლიოში არსებობს სულ 7 სახის 'ბერების ლუდი' (Trappists Beer), აქედან 6 სათავეს იღებს ბელგიიდან (
    Achel, Chimay, Westmalle, Orval, Rochefort, Westvleteren), 1 კი ჰოლანდიიდან, რომლის სახელწოდებაცაა La Trappe. La Trappe-ს მარკის ყველა ლუდის წარმოება ხდება O.L.V. Koningshoeven-ს (ჰოლანდია) მონასტრის თანხმობით, საიდანაც წამოვიდა 'ბერების ლუდის' ხარშვის ტექნოლოგია.

    როგორც უკვე აღინიშნა, მსოფლიოში მხოლოდ 7 ლუდსახარშს აქვს უფლება ერქვას 'ბერების ლუდი' (Trappists Beer). იმისათვის რომ ლუდს დაერქვას 'ბერების ლუდი', უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მკაცრი მოთხოვნები:
    1. ლუდი უნდა იხარშებოდეს 'ტრაპისტების' მონასტერში თვითონ ბერების მიერ ან მათი მეთვალყურეობის ქვეშ.
    2. ლუდსახარში უნდა იმართებოდეს მონასტრის მიერ
    3. ლუდსახარში არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული. ყველა შემოსავალი უნდა მიდიოდეს მონასტრის ხარჯების დასაფარავად და საქველმოქმედო მიზნებისათვის.

    ამიტომაცაა რომ 'ბერების ლუდს' წლების მანძილზე შენარჩუნებული აქვს თავისი უნიკალური გემო, რომელიც მუდმივად კონტროლდება.

    ლუდი La Trappe იხარშება ტრადიციულად,
    Koningshoeven-ის მონასტრის ბერების რეცეპტით. ცხადია ხარშვისას გამოიყენება 100%-ით ნატურალური ინგრედიენტები, როგორიცაა სვია, ალაო, ლუდის საფუარი. ლუდსახარში იყენებს მხოლოდ თავის წყაროდან მოპოვებულ წყალს.

    მოკლე ისტორია
    1880 წელს დაარსდა
    O.L.V. Koningshoeven-ს მონასტერი.
    1884 წელს დაარსდა ამ მონასტრის ლუდსახარში.
    1920 წელს მოხდა ლუდსახარსის მოდერნიზება, რამაც მკვეთრად გაზარდა წარმოება.
    1928 წელს ჩამოისხა La Trappe-ს პირველი განსხვავებული ლუდი - La Trappe Blond
    1928 წელს ჩამოისხა მსუბუქი ლუდი (Trappist Light) რომელსაც ალკოჰოლის შემცველობა 4% ჰქონდა.
    1968 სხვა ლუდსახარშებთან დამყარდა მჭიდრო ურთიერთობა, რის შედეგადაც La Trappe გადაიქცა საშუალო ზომის ლუდსახარშად.
    1980 დამკვიდრდა ბრენდი La Trappe


    La Trappe-ს ბრენდის სახელით გამოშვებულია 6 სახეობის ლუდი:


    La Trappe Blond
    ალკოჰოლი:
    6.5% vol.


    La Trappe Dubbel
    ალკოჰოლი: 7.0% vol.


    La Trappe Tripel
    ალკოჰოლი: 8.0% vol.


    La Trappe Quadrupel
    ალკოჰოლი: 10.0% vol.


    La Trappe Witte Trappist
    ალკოჰოლი: 5.5% vol.


    La Trappe Bockbier
    ალკოჰოლი: 7.0% vol.


    La Trappe Isid’or
    ალკოჰოლი: 7.5% vol.
    (ლუდის ეს სპეციალური გამოშვება მიეძღვნა ლუდსახარშის დაარსების 125 წლისთავს)


    --------------------------------------------------------------------------------------------

    ჩემი მხრიდან დავამატებ რომ მართლაც ძალიან გემრიელი და საოცარი ლუდია. თბილისში შესაძლებელია მისი ყიდვა რამოდენიმე სუპერმარკეტში. ერთი 0.75-იანი ბოთლის ფასი მერყეობს 9.00 ლარის ფარგლებში შუშის ბოთლისათვის და 18 ლარის ფარგლებში თიხის ბოთლისათვის.
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  2. #2
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 775 798
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    magadiaaa

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney