მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირი ლუდი
1. SAPPORO'S SPACE BARLEY
ფასი: $110/6 ბოთლი
ალკოჰოლი: 5.5%
2006 წელს, იაპონელმა და რუსმა მეცნიერებმა გატესტეს, რამდენად კარგად შეიძლება ქერი გაიზარდოს კოსმოსში. მათ გაუშვეს ქერის თესლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და დათესეს მომსახურების მოდულზე "ზვეზდა". 5 თვის შემდეგ ორბიტაზე, მე-4 თაობის ქერი დააბრუნეს დედამიწაზე, სადაც იაპონურმა ლუდსახარშმა Sapporo-მ გააკეთა პირველი კოსმოსური ლუდი.
2. PABST BLUE RIBBON 1844
ფასი: $44.00/720ml
ალკოჰოლი: 6%
აშშ-ში ესაა ყველაზე იაფი ლუდი, რაც კი შეიძლება იყიდო. მაგრამ ჩინეთში ესაა ლუდების "მერსედესი". ჩინეთში 1 ბოთლი 4-ჯერ უფრო ძვირი ღირს, რაც აშშ-ში თუმცა ცხადია მზადდება სხვა ტექნოლოგიით. ჩინეთის ტერიტორიის გარეთ ეს ლუდი არ იყიდება.
3. CROWN AMBASSADOR RESERVE
ფასი: $90/750ml
ალკოჰოლი: 10.2%
ეს არის ყველაზე ძვირი ავსტრალიური ლუდი. მას აძველებენ ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის მანძილზე, რის შემდეგაც ანაწილებენ შამპანურის ბოთლებში. ამ ლუდს მოიაზრებენ როგორც ღვინის შემცვლელს. ლუდსახარშმა 2008 წლის შემდეგ გამოუშვა სულ 4 პარტია ესეთი ლუდი, თითოში მაქსიმუმ 8'000 ბოთლი.
4. TUTANKHAMUN ALE
ფასი: $75/500ml
ალკოჰოლი: 6%
1990 წელს კემბრიჯის არქეოლოგმა ბარი კემპმა აღმოაჩინა დედოფალი ნეფერტიტის სამეფო ლუდსახარშის ნახაზები. ეს იყო 10 ლუდსახარში დარბაზი დაფარული ქვიშით. ყოველი დარბაზი შეიცავდა უძველესი ლუდის ნარჩენებს. ელექტრო მიკროსკოპის დახმარებით, ექიმმა დელვენ სამუელმა გააანალიზა აღმოჩენილი ნარჩენები და დაადგინა, რომ მათი ასაკი იყო დაახლოებით 3'250 წელი. ამის შემდეგ, შოტლანდიელი ლუდის ხარშვის სპეციალისტის ჯიმ მერინგტონის დახმარებით, ამ აღმოჩენის საფუძველზე გააკეთეს 1000 ბოთლი ლუდი იგივე რეცეპტით. პირველი ბოთლი გაიყიდა $7'686-ად, მაგრამ შემდგომში ფასმა თანდათან დაიწია $75-მდე. რამოდენიმე წლის წინ ლუდსახარში დაიხურა.
5. BREWDOG'S SINK THE BISMARCK
ფასი: $80/375ml
ალკოჰოლი: 41%
ლუდის სახელწოდება გამომდინარეობს ნაცისტური გერმანიის ყველაზე დიდი საბრძოლო ხომალდიდან. ეს ლუდი გამოუშვეს როგორც Schorschbräu-ს კონკურენტი, რომელსაც აქამდე იყო რეკორდსმენი ყველაზე ზლიერ ლუდებს შორის. ამ ლუდმა არამხოლოდ მოხსნა რეკორდი, არამედ შეცვალა ლუდის ხარშვის ტექნოლოგია. ლუდი არის ოთხჯერ გაფილტრული, შეიცავს 4-ჯერ მეტს სვიას ვიდრე ჩვეულებრივი ლუდი და არის 4-ჯერ უფრო მწარე.
6. SAMUEL ADAMS' UTOPIAS
ფასი: $150/700ml
ალკოჰოლი: 27%
ეს არის აშშ-ს ყველაზე ძვირი ლუდი. მისი გამოშვება ხდება 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი პარტიის დაძველება ხდება ბრენდის, კონიაკის, ბურბონის და სკოჩის კასრებში 18 წლამდე ვადით. ეს ლუდი აკრძალულია აშშ-ს 13 შტატში.
7. SCHORSCHBRÄU'S SCHORSCHBOCK 57
ფასი: $275/330ml
ალკოჰოლი: 57.5%
ლუდი გამოუშვეს 2011 წელს და წარმოადგენს ყველაზე ძლიერ ლუდს მსოფლიოში. როგორც მწარმოებელი ქარხნის მთავარი სპეციალისტი ამბობს უფრო ძლიერი ლუდის მხარშვა გამოიწვევს გერმანიის 500 წლიანი ლუდის ხარშვის კანონის დარღვევას. სულ გამოშვებულია 36 ბოთლი.
8. CARLSBERG'S JACOBSEN VINTAGE
ფასი: $400/375ml
ალკოჰოლი: 10.5%
დანიურმა კომპანიამ გამოუშვა ეს ლუდი 2008 წელს იმისათვის რომ გაეწია კონკურენცია ძვირადღირებული ღვინისათვის. ეს ქერის ლუდი ძველდება 6 თვის მანძილზე შვედური და ფრანგული მუხის კასრებში და გააჩნია ვანილის და კაკაოს გემო. იყიდება მხოლოდ კოპენჰაგენის რამოდენიმე რესტორანში. სულ 2008-2010 წლებში უშვებდნენ 600 ბოთლს წელიწადში. ლუდი ვარგისია 2059 წლმდე.
9. BREWDOG'S THE END OF HISTORY
ფასი: $765/330ml
ალკოჰოლი: 55%
ეს არის მსოფლიოში სიძლიერით მესამე და ღირებულებით მეორე ლუდი პლანეტაზე. ამ ბელგიურ ღია ლუდში შერეულია სხვადასხვა მცენარეთა ნაყოფები შოტლანდიის მთებიდან, შემდეგ კი გაფილტრულია რამოდენიმეჯერ. სულ არსებობს 12 ბოთლი.
10. NAIL BREWING'S ANTARCTIC NAIL ALE
ფასი: $800-$1815/500ml
ალკოჰოლი: 10%
ავსტრალიურმა ლუდსახარშმა Nail Brewing-მა ქალაქ Perth-დან გამოუშვა ეს ლუდი იმისათვის, რომ მოგების 100% მიმართულიყო ზღვის ველური ბუნების დასახმარებლად, რაც ხორციელდება ერთ ერთი კანადური არა-სამთავრობო ორგანიზაციის მიერ (http://www.seashepherd.org/). სულ დამზადებული იყო 30 ბოთლი. პირველი გაიყიდა $800-ად აუქციონზე. (ამ არასამთავრობოს წარმომადგენლები დაეშვნენ ანტარქტიკულ აისბერგზე, აიღეს ყინულის გარკვეული რაოდენობა, შემდეგ გადაადნეს ტასმანიაში და გადააფრინეს Perth-ის ქარხანაში ლუდის მოხარშვისათვის).
![]()
Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.
ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)