+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 2 (2-დან)

თემა: 2011 წლის ათი საუკეთესო ალკოჰოლური ბრენდი და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასმელი

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 34 [?]
    გამოცდილება: 664 110
    შემდეგი დონე: 677 567

    რეპუტაცია
    9

    2011 წლის ათი საუკეთესო ალკოჰოლური ბრენდი და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასმელი

    ანალიტიკურმა ჟურნალმა Drinks International-მა ალკოჰოლური ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
    ათეული ასე გამოიყურება:
    1- კონიაკი Martel (Pernod Ricard) - 19,9 %
    2- არაყი Eristoff (Bacardi) - 19, 5 %
    3- კონიაკი Courvoisier (Beam Global Spirits&Wine) - 17,6 %
    4- ბიტტერი Fernet Branca (Fratelli Branca Distillerie) - 16,3 %
    5- ვისკი Chivas Regal (Pernod Ricard) - 16,3 %
    6- ვისკი Jameson (Pernod Ricard) – 15,7 %
    7- რომი Havana Club (Pernod Ricard) – 14,9 %
    8- ტეკილა Sauza (Beam Global Spirits&Wine) – 14,8 %
    9- არაყი Russian Standart (РУСТ) – 13,6 %
    10- ვისკი Johnnie Walker (Diageo) – 9,7 %

    აღსანიშნავია, რომ სამ ყველაზე წარმატებულ ბრენდს შორის ორი კონიაკია. Martel-ის წარმატება განაპირობა ჩინეთსა და სხვა აზიურ რეგიონებში მასზე დიდმა მოთხოვნილებამ. ხოლო Courvoisier-მა, პირიქით, საბაზრო პოზიციები ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში განიმტკიცა.
    ინგლისი Eristoff-ისა და ირლანდიური ვისკის Jameson-ის მთავარ მომხმარებლად რჩება. ხოლო აღმოსავლეთ აზიიაში Chivas Regal-ია პოპულარული.
    ასევე, ცნობილი გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური ბრენდის სახელი. ეს არის ბრიტანელების შექმნილი ვისკი Isabella's Islay,რომელიც ერთი ბოთლი სულ რაღაც 6,2 მილიონი დოლარი ღირს.
    ძვირადღირებული სასმელი ბრიტანული კომპანიის Luxury Beverage Company-ს სპეციალისტებმა დაამზადეს. სხვათა შორის, სწორედ ეს ადამიანები არიან ასევე ყველაზე ძვირფასი არაალკოჰოლური სასმელის Ruwa-ს შემქმნელები. ( ბოთლი 5,5 მილიონი დოლარი).
    დავუბრუნდეთ ისევ ალკოჰოლურ Isabella's Islay-ს, რომელიც ასე ძვირი ღირს არა მხოლოდ ვისკის გამო. 6,2 მილიონიანი სასმელი სუფთა ბროლის ჭურჭელშია ჩამოსხმული, რომელიც გაფორმებულია 8500 ბრილიანტის და 300 ლალის თვლით, ხოლო ბოთლის თავი დაცულია თეთრი ოქროს საცობით. თითოეულ ბოთლს ამზადებენ ხელით. აღსანიშნავია, ისიც, რომ ორი ერთნაირი ბოთლი არ არსებობს, რადგან ყველა მათგანში შემკვეთის გემოვნება ჩანს. ეს არის Isabella Original. მხოლოდ რჩეულებისთვის!
    არსებობს ასევე Isabella Special Edition, რომელიც მხოლოდ 740 000 დოლარი ღირს. ვისკი იგივეა, მხოლოდ ჭურჭელია განსხვავებული - ის ბროლისა და თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და მხოლოდ წარწერა აქვს ბრილიანტებისგან.
    Isabella's Islay-მდე ყველაზე ძვირადღირებული ვისკი იყო Aisla T'Orten-ი, რომელიც 1906 წელს შეიქმნა და სულ რაღაც 1,4 მილიონი დოლარი ღირდა. ას წელზე მეტი, ეს სასმელი ერთ-ერთი შოტლანდიელი ისტორიკოსის სახლში ინახებოდა, ხოლო 2010 წელს, Master of Malt-მა შეისყიდა. იმავე წელს, სასმელი 64 წლიანი დაძველებით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე, 460 000 დოლარად გაიყიდა.

  2. #2
    Member vako - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე vako-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    May 2010
    პოსტები
    64

    დონე: 29 [?]
    გამოცდილება: 201 574
    შემდეგი დონე: 242 754

    რეპუტაცია
    9

    Eristoff–ი აქაც შემოვიდა

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. ყველაზე პატარა გოგონა მსოფლიოში
    დაპოსტა suffering-მ ფორუმში მსოფლიოს ირგვლივ
    პასუხი: 2
    ბოლო პოსტი: 28-06-2010, 15:42
  2. ყველაზე ცუდი ინტერნეტ კაფე მსოფლიოში
    დაპოსტა suffering-მ ფორუმში იუმორი
    პასუხი: 0
    ბოლო პოსტი: 10-06-2010, 17:47
  3. ყველაზე ხნიერი დედა მსოფლიოში
    დაპოსტა suffering-მ ფორუმში მსოფლიოს ირგვლივ
    პასუხი: 3
    ბოლო პოსტი: 06-06-2010, 00:16
  4. ალბათ ყველაზე დიდი ჰოთ-დოგი მსოფლიოში
    დაპოსტა suffering-მ ფორუმში მსოფლიოს ირგვლივ
    პასუხი: 2
    ბოლო პოსტი: 23-03-2010, 17:55
  5. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
    დაპოსტა suffering-მ ფორუმში მსოფლიოს ირგვლივ
    პასუხი: 4
    ბოლო პოსტი: 11-03-2010, 16:25

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney