გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანის ინტერის ფორვარდი სამუელ ეტო'ო გადადის ახალ კლუბში - რუსეთის ანჟი-ში. აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, ეტო-ო გახდება მსოფლიო ფეხბურთის ინტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ანჟი ფეხბურთელის ტრანსფერში მიმდინარე კვირას გადაუხდის მილანის ინტერს 38.9 მილიონ დოლარს, ეტო'ო-სთან კი გააფორმებს 3 წლიან ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც მისი წლიური შემოსავალი განისაზღვრება 20 მილიონი ევროთი. აქამდე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ითვლება კრისტიანო რონალდო, რომლის წლიური ანაზღაურება შეადგენს დაახლოებით 13 მილიონ ევროს.

30 წლის ეტო'ო-სათვის ამ კონტრაქტს აქვს წინასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ანაზღაურების მხრივ (ინტერში ეტო'ო-ს ანაზღაურება შეადგენდა წელიწადში 8 მილიონ ევროს). იგი 4 ჯერ იყო დასახელებული წლის აფრიკელ ფეხბურთელად და ასევე არის კამერუნის ნაკრების კაპიტანი.

საფეხბურთო კლუბ ანჟის მფლობელია რუსი ინვესტორი სულეიმან ქერიმოვი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის 118-ს (დაახლოებით $7.8 მილიარდი ქონებით). ქერიმოვი იძულებული იყო დათანხმებულიყო ეტო'ო-სათვის ასეთ ანაზღაურებას, რადგან მილანის და ბარსელონას შემდეგ რთულია გადახვიდე მახაჩკალას გასარემონტებელ 16'000-იან სტადიონზე სათამაშოდ, მაგრამ 3 წლის მანძილზე $86 მილიონი დოლარი ღირს იმად, რომ დაემშვიდობო ელიტურ ევროპულ ფეხბურთს.

წყარო: forbes.com