+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 1 (1-დან)

თემა: მერსედესის ახალი მიმართულება :)

Share
  1. #1
    Super Moderator irakli - სურს გახდეს სახელგანთქმული irakli-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    32
    პოსტები
    87

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 310 942
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    მერსედესის ახალი მიმართულება :)

    უამრავი მოზარდია მსოფლიოში, რომელიც ოცნებობს “მერსედესის” ავტომობილის ქონაზე, თუმცა იშვიათია “Formula 1″-ის გულშემატკივრის, მეთიუ ჯეიმსის მსგავსი ადამიანები. მას გაცილებით სპეციფიკური და უჩვეულო მიზანი ჰქონდა – დახმარებოდა საავტომობილო გიგანტი ახალი ბიონიკური ხელის შექმნაში.
    14 წლის ბიჭის შესაშური სიმტკიცისა და გამბედაობის წყალობით, მისი ოცნება რეალობად იქცა. მეთიუმ, რომელიც მარცხენა ხელის ნაწილის გარეშე დაიბადა, გეგმის განხორციელებაში დაიხმარა როს ბრაუნი, “ფორმულა 1″-ის “მერსედესის” ჯგუფის ხელმძღვანელი. მეთიუმ მას წერილი მისწერა და 35 000 ფუნტი სტერლინგის (დაახ. $57 500) გამოყოფა სთხოვა მისთვის ხელოვნური კიდურის დასამზადებლად.
    ამის სანაცვლოდ სკოლის მოსწავლემ მას შესთავაზა, დამზადებისას ბიონიკურ ხელში “მერსედესის” ლოგო დაემონტაჟებინათ, რაც კომპანიისა და “ფორმულა 1″-ის მანქანების მუდმივი რეკლამა იქნებოდა.
    იმის მაგივრად, რომ ეს უცნაური იდეა უკუეგდოთ, კომპანია გაგებით მოეკიდა მეთიუს თხოვნას. როგორც აღნიშნეს, წერილი იყო “გონებამახვილურად დაწერილი და გულის ამაჩუყებელი”. “მერსედესი” მაშინვე დათანხმდა საჭირო თანხის გამოყოფაზე, რაც გეგმის განსახორციელებლად იყო საჭირო.
    “მერსედესი” დაუკავშირდა კომპანია “Touch Bionics”-ს, რომელიც აღჭურვილია პროთეზული ტექნოლოგიების დამამზადებელი საუკეთესო პირობებით და დაკომპლექტებულია მაღალი დონის სპეციალისტებით. კომპანიამ შეკვეთა მიიღო ინდივიდუალურ i-LIMB Pulse-ის დამზადებაზე, თუმცა თანხის (25 000 ფუნტი სტერლინგი) მიღებაზე უარი განაცხადეს. i-LIMB Pulse მსგავსი ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე და ყველაზე სრულყოფილია.
    ხელოვნური ხელი საკმაოდ მძლავრია – შეუძლია დაიჭიროს 90 კგ-მდე წონის ტვირთი. გარდა ამისა, საკმაოდ მრავალმხრივი და დახვეწილია – მეთიუს შეუძლია გამოიყენოს კალამი და ფანქარი საწერად ან დასახატად, შეიკრას ზონარი ფეხსაცმელზე და ითამაშოს ბურთით.
    i-LIMB Pulse დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასისა და შავი სილიკონის ნაზავისგან. მეთიუ მასში ჰყოფს ხელს და იმაგრებს. მექანიზმის ყოველი თითი მუშაობს ცალკეულ ძრავაზე, ამიტომ შეუძლიათ იმოქმედონ დამოუკიდებლად და შეასრულონ განსხვავებული მოძრაობები. თითები კონტროლდება მინი-კომპიუტერის მეშვეობით, რომელიც ხელისგულის არეალშია მოთავსებული. მინი-კომპიუტერი ინფორმაციას იღებს 2 ელექტროდის მეშვეობით, რომლებიც იჭერენ მეთიუს მკლავის კუნთებისგან წამოსულ ელექტრონულ იმპულსებს. მკლავზე მორგებულია მონაცემთა გადაცემის უსადენო Bluetooth ტექნოლოგია, რაც საშუალებას აძლევს მეთიუს, დაუკავშირდეს კომპიუტერს და თვალყური ადევნოს თავისი ახალი ხელის ძალასა და სისწრაფეს.
    მეთიუს ბიონიკური ხელი პარასკევს (12 აგვ.) გადაუნერგეს და მისი თქმით, ახალი ხელი გაცილებით მოსახერხებელი, კომფორტული და დახვეწილია, ვიდრე მისი წინამორბედი. ახლა შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს, რაც უყვარს და რაშიც აქამდე შეზღუდული იყო – ჩაატაროს ექსპერიმენტები ლაბორატორიაში, ითამაშოს კრიკეტი და იყოს სრულფასოვანი კონკურენტი მისი თანატოლებისა, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა.
    გარდა ამისა, როცა “მერსედესმა” მეთიუს წერილი მიიღო, მიიპატიჟეს თავიანთ შტაბ-ბინაში, სადაც მთლიანად დაათვალიერებინეს ქარხანა და შეახვედრეს ცნობილ მრბოლელს, მიხაელ შუმახერს. ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში სერიოზულად დაფიქრდნენ “Touch Bionics”-სთან კონტრაქტის გაფორმებასა და ბიონიკური კიდურების ერთობლივ წარმოებაზე. მსგავსი პროთეზები მაქსიმალურად უბრუნებს ადამიანს იმ შეგრძნებებსა და შესაძლებლობებს, რაც კიდურის დაკარგვამდე ჰქონდა.


    წყარო:
    charliuss.wordpress.com

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან irakli-ს სასარგებლო პოსტისათვის

    giogi (17-08-2011)

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney