გავაკეთოთ რაიმე სტატიები მერე და საიტის სახელით გამოვიდეთ. თუ მოვიგეთ რამე, წავიდეთ და დავლიოთ![]()
კომპანია „ნატახტარი“ და „ვიკიმედია საქართველო“ ერთობლივ კონკურსს მართავენ. კომპანია ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად აცხადებს კონკურსს ლუდის თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შექმნას სტატიები ლუდის ინდუსტრიაზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე, ინგრედიენტებზე, ატრიბუტებზე და ყველაფერზე რაც შეეხება ლუდის თემატიკას. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან კომპანია „ნატახტარის“ მიერ დაწესებული პრიზებით. კონკურსი დაიწყება 22 თებერვალს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 22 მარტამდე. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ კონკურსისთვის შექმნილი ყველა სტატია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ არა, გავრცელდება CC-BY-SA 3.0 ლიცენზიით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სტატიის გამოყენება ავტორის [ანუ თქვენი] სახელის მითითების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამავდროულად, ნებისმიერი პიროვნება შეძლებს [თქვენი] სტატიის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის, იმ პირობით, რომ ავტორის სახელს მიუთითებს.
- ყველაზე მეტი სტატიის ავტორი — დროის მონაკვეთი 22 თებერვლიდან - 22 მარტამდე. სტატია მინიმუმ 8-10 წინადადებისგან უნდა შედგებოდეს. ნომინაციის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს კომპანია „ნატახტარის“ მიერ წარმოებულ ლუდს
- საუკეთესო სტატიის ავტორი — სტატია მინიმუმ 30 წინადადებისგან უნდა შედგებოდეს. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც კომპანია ნატახტარისგან საგანგებოდ ჩამოსხმულ ლუდს და კათხებს მიიღებენ. სავალდებულოა სტატიასთან ერთად იმ წყაროებისა და ბიბლიოგრაფიის მითითება, რომლებიც გამოყენებულ იქნება სტატიის დაწერისას. შეფასდება სტატიის აკადემიურობა, გამართულობა, ფაქტების სიზუსტე, თანმხლები თვალსაჩინოება და ა.შ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მხოლოდ ენციკლოპედიური ხასიათისა და სამეცნიერო სტილში დაწერილი სტატიები დაიშვება, რომლებსაც აქვთ მითითებული ლიტერატურა
ტექსტის გადმოასლება სხვა წიგნებიდან სასტიკად აკრძალულია. წყაროდან უცვლელად გადმოასლებული ტექსტი არ ჩაითვლება.
ყურადღება! სტატიის შესაქმნელად ქვემოთ ველში გამზადებულ ტექსტს ბოლოში მიაწერეთ სტატიის სათაური (მაგ. ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110222195548/სტატია) და დააჭირეთ ღილაკს — საკონკურსო სტატიის შექმნა.
ესეც ლინკი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%...83%A0%E1%83%98
გავაკეთოთ რაიმე სტატიები მერე და საიტის სახელით გამოვიდეთ. თუ მოვიგეთ რამე, წავიდეთ და დავლიოთ![]()
Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.
ახალი და ორიგინალური უნდა მოიფიქრო რამე , მამენტ ლუდზე რა უნდა დაწერო ისეთი ახალი ახალი დაყენების წესი უნდა მოიგონო :დ
ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმაცეცხლზე შიშხინი მწვადისაგარმონზე აცეკვებულითითები თუში ქალისა!
მე ვფიქრობ, ჩვენთან არსებული სტატიებიდან შეგვიძლია ერთი მთლიანი სტატია გავაკეტოთ , გამოყენებულ ლიტერატურად კიდევ ჩვენ საიტი მივუთითოთ, ეს ჩვენი შანსი იქნება საიტის უფრო ვრცელი მასებისთვის გასაცნობად , ნუ რა თქმა უნდა თუ არ დავიზარებთ ...
აბა ვის რა იდეები გვაქვს ჩამოვყაროთ, გავინაწილოთ და შევუდგეთ საქმეს, ჯერ კიდევ გვაქვს ცოტა დრო![]()
ka.wikipedia.org-ზე უკვე დავარეგიატრირე იუზერი Alco.Ge
თუ მოვიგეთ რამე, ვინც მიიღო მონაწილეობა სტატიის შექმნაში, წავიდეთ და დავლიოთ ეგ ლუდი
ხოდა ჯერ ჩამოვწეროთ, რა თემებზე შეიძლება დაიწეროს სტატია და მერე შევუდგეთ მასალების მოძიებას ინტერნეტში
Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.
ლუდის ისტორია, აქ ერთი პოსტია "ლუდი მთის ყოფაში", განსაკუთრებული ლუდები, და ა.შ "ზბორნიკივით" უნდა გავაკეთოთ (იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ნატახტარი თუ როგორი უნდა იყოს ლუდი)
ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)