+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 1 (1-დან)

თემა: ახალგაზრდა გალოთების პირას მყოფი ბიჭის გულისნადები, ფურცელზე გადმოტანილი :)

Share
  1. #1
    Member vako - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე vako-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    May 2010
    პოსტები
    64

    დონე: 29 [?]
    გამოცდილება: 222 846
    შემდეგი დონე: 242 754

    რეპუტაცია
    10

    ახალგაზრდა გალოთების პირას მყოფი ბიჭის გულისნადები, ფურცელზე გადმოტანილი :)

    6:15 სთ მზემაც შემოანათა და მოაღწია ჩემს ფანჯრამდე, რომელსაც ჩემი გაცრეცილი ფარდები იჭერს. აჰა ფარდა იწევა და სხივები ჩემს " დიდ თავს" ეცემა. დიდია ხო გუშინ ცოტა ბევრი მომივიდა, ხომ იცი წასულები სამჯერ, სამშობლო რა არ მიყვარს?, ეგეც შევსვი, ღმერთისა და მშვიდობის, 365 წმ. გიორგის სალოცავის, ყოვლაწმინდასი, ესენი რომ არ დამელია იფიქრებდნენ ამ ბიჭს ღმერთის არ სწამს ათეისტიაო. ჰა სიყვარულის რათმქაუნდა მე ხომ ყოველთვის შეყვარებული ვარ, დიდი თასი გადმოვაბრძანე და გაუმაძღრად შევექეცი ღვინოს ამ თასით, თან ერთ გოგოს ვეპრანჭებოდი, დანარჩენი სადღეგრძელოები ბუნდოვნად მახსოვს, რადგან იმ თასის დალევის შემდეგ ჩემს თვალებზე ნისლი ჩამოწვა... და აი თავიც გადიდდა.ცუდად მახსოვს სადარბაზოს კედელთან ხახუნხახუნით ასული მეხუთე სართული, ზარი , კარის გაღება და მერე კი აღარ მახსოვს ნამდვილად. ... თვალებს ვერ ვახელ დამძიმებული მაქვს, პირი მშრალი, მუცელს გსაოცარი ხმები გააქვს, გული ძლიერ აჩქარებულად ფეთქავს, ჩემი თავი დედამიწის გარშემო ბრუნავს. უცებ წვეთები მეცემა და გაურკვეველი ხმები ჩამესმის თან. კვლავ არ ვახელ თვალებს. მოვკვდი? არა არა, სიზმარია? ვახელ თვალებს და ვხედავ გულშეწუხებული დედაჩემი ლოცვის წიგნით მადგას თავზე, და მასხურებს ცივ ნაკურთხ წყალს, რომელიც აშკარად არ მსიამოვნებს, თან ლოცვას მიკითხავს და ცდილობს ჩემგან ალკოჰოლიზმის დემონი განდევნოს.
    როგორც იქნა ვიღებ ხმას: გადი დე! ოთახიდან გადის და მკაცრად ხურავს კარებს.ვდგები, პირველი რაც მხვდება თვალში ჩემს გვერდით დადებული ბიბლიაა, რომელსაც ფხიზელი ხშირად ვკითხულობ, მაგრამ თვითონ მე ფხიზელი ხშირად არ ვარ. ვიცმევ ჩემ გაცვეთლ ჯინსს, პირში კვლავ საშინელი სიმყრალე და სიმშრალე, ეხლა მხოლოდ ერთი რამ გადამარჩენს, მაგრამ არ მაქვს სახლში, სწრაფად მაისურს ვიცმევ, კეტებს რომელიც გუშინდელი მოგზაურობისას ძლიერ წავბილწე, მეორე ოთახიდან კვლავ მშობლის დამრიგებლური ტონი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევ. შევდივარ სააბაზანოში წყალს ვისხავ სახეზე
    და კბილებს ვიხეხავ. თავის ცოტა მოწესრიგების შემდეგ, ვიჩხრეკ ჯიბეებს და ვეძებ ნარჩენ ხურდებს მაგრამ არაა. ჯიბე ცარიელია, მხოლოდ ჩატეხილი სიგარეტის ღერებს ვპოულობ, სიგარეტს ვერ ვეწევი.
    გავდივარ დამძიმებული თავით, ნელნელა კიბეებზე ჩავდივარ, თან მაისურს ვისუფთავებ, გუშინდელ დასვრილს. ჩემი გაარჩენა ეხლა მხოლოდ ღმერთს და მის შემდეგ "ჯიხურის" გამყიდველს შეუძლია, რომელმაც ჩემს ვალების "დაფთარს" კიდევ უნდა მიაწეროს ლარი და სამოცი თეთრი. შევდივარ ჯიხურში, გამყიდველს კარგ ხასიათს ვატყობ, ვიწყებ მოსაწყენ და ფარისევლურ დიალოგს. ერთ ორ მცირე კომპლიმენტს ვესვრი მის გამძლეობაზე "ჯიხურის" მევალეებთან. და აი გამოვდივარ გამარჯვებული, ჩემს ხელს ჩემი გადამრჩენელი "პივა" ამშვენებს. რომელიც რამდენიმე ბოთლის შემდეგ ისევ გუშინდელ რეალობაში მაბრუნებს. ვხსნი, ცცც ვეწაფები, ხმაურით ჩაედინება ჩემს ორგანიზმში და თანდათან თავიც მიპატარავდება, თვალებზე გადაკრულ ბინდს სასიამოვნო ნისლი ცვლის. დღესაც გადავრჩი, მაგრამ როდემდე ასე?!

    შოთა კინწურაშვილი

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან vako-ს სასარგებლო პოსტისათვის

    giogi (16-01-2011)

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 4 მომხმარებელი. (0 წევრი და 4 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ჩხუბი
    დაპოსტა Dato-მ ფორუმში სპორტი
    პასუხი: 0
    ბოლო პოსტი: 05-11-2010, 13:11

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney