ჩემო კეთილო და ტკბილო ხალხო

მინდა მოგილოცოთ ახალი 2011 წელი, გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და მშვიდობა თქვენ და თქვენს ოჯახებს, გისურვოთ წარმატებები როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ ასპარეზზე.

ცხოვრება რომ შავ თეთრია ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მე მინდა გისურვით რომ შავი ზოლების უმრავლესობა ძველ 2010 წელს წაეღოს და ახალი 2011 წელი ყოფილიყოს უმეტესად წარმატების, წინსვლის და სიხარულის მომტანი.

ნებისმიერი თქვენთაგანის წარმატება ძალიან მიხარია და მომავალ წელსაც კიდევ უფრო გამიხარდება და ასე იქნება ყოველთვის.

იხარეთ, იბედნიერეთ და სულ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე იარეთ თქვენ და ყველა იმ ხალხმა, ვისაც თქვენ უყვარხართ, ვინც თქვენ გიყვართ, ვინც გაფასებენ და ვისაც თქვენ აფასებთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2011 წელს

უღრმესი პატივისცემით და დიდი სიყვარულით

გიორგი და Alco.Ge-ს მთელი ადმინისტრაცია