სასწაულია პირდაპირ, როცა ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი სულს ღაფავს და კლუბები, როგორც იტყვიან, რეანიმაციაში არიან, ამ დროს კი ეროვნული ნაკრები თავისებური ევროპის ჩემპიონია.. რომ არ დაიბნეთ, პირდაპირ ვთქვათ – “ფიფა-კოკა კოლას” რეიტინგში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ნახტომი საქართველოს ნაკრებმა გააკეთა. ანუ, საუბარია 2009 წლის დეკემბერსა და წლევანდელ დეკემბერს შორის გამოქვეყნებულ რეიტინგებს შორის სხვაობაზე.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა 2009 წელი 122-ე ადგილზე დაასრულეს, ახლა კი 73-ეზე არიან. 49 საფეხურით კონტინენტის არცერთი ნაკრები დაწინაურებულა, ანუ წლის სარეკორდო წინსვლაა. და კიდევ ვიმეორებთ, ეს მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მყოფი გუნდები 10 დღე საერთოდ არ ვარჯიშობდნენ.
დიდი ნახტომი გააკეთა ჩერნოგორიამაც, რომელმაც 72-ედან 25-ე ადგილამდე აინაცვლა (პლუს 47), ასევე სოლიდური წინსვლა აქვთ ბელარუსსა და სომხეთსაც, აი, ყველაზე დიდი რეგრესი კი უელსმა განიცადა, რომელიც 36 საფეხურით დაქვეითდა. არც ფინეთსა და ლატვიას ჰქონიათ საქმე საამებლად, ორივენი 29 ადგილით “ჩამოცურდნენ”.
აქვე, სრული ცხრილი ევროპული ნაკრებებისა:
1 (1). ესპანეთი (იგივე)
2 (3). ჰოლანდია (+1)
3 (6). გერმანია (+3)
6 (9). ინგლისი (+3)
8 (5). პორტუგალია (-3)
10 (11). ხორვატია (+1)
11 (12). საბერძნეთი (+1)
12 (32). ნორვეგია (+20)
13 (13). რუსეთი (იგივე)
14 (4). იტალია (-10)
17 (33). სლოვენია (+16)
18 (7). საფრანგეთი (-11)
20 (36). სლოვაკეთი (+16)
22 (18). შვეიცარია (-4)
23 (19). სერბეთი (-4)
25 (72). ჩერნოგორია (+47)
28 (26). დანია (-2)
30 (25). ჩეხეთი (-5)
31 (42). თურქეთი (+11)
33 (43). შვედეთი (+10)
34 (24). უკრაინა (-10)
36 (37). ირლანდია (+1)
38 (80). ბელარუსი (+42)
42 (52). უნგრეთი (+10)
43 (40). ჩრდ. ირლანდია (-3)
44 (48). ბოსნია (+4)
46 (61). ავსტრია (+15)
49 (30). ბულგარეთი (-19)
50 (27). ისრაელი (-23)
52 (46). შოტლანდია (-6)
55 (62). ლიტვა (+7)
56 (38). რუმინეთი (-18)
57 (66). ბელგია (+9)
60 (102). სომხეთი (+42)
65 (97). ალბანეთი (+32)
73 (122). საქართველო (+49)
73 (57). პოლონეთი (-16)
76 (64). მაკედონია (-12)
78 (49). ლატვია (-29)
82 (104). ესტონეთი (+22)
83 (54). ფინეთი (-29)
84 (96). მოლდოვა (-12)
90 (68). კვიპროსი (-22)
98 (114). აზერბაიჯანი (+16)
112 (76). უელსი (-36)
112 (94). ისლანდია (-18)
134 (124). ლუქსემბურგი (-10)
136 (118). ფარერები (-18)
138 (123). ყაზახეთი (-15)
148 (153). ლიხტენშტაინი (+5)
164 (144). მალტა (-20)
202 (202). ანდორა (იგივე)
203 (203). სან-მარინო (იგივე)

წყარო: http://worldsport.ge