+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 3 (3-დან)

თემა: რა ? სად ? როდის ? #1

Share
  1. #1
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 163 885
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    რა ? სად ? როდის ? #1

    მგონი საინტერესო იქნება დავამატოთ ეს რუბრიკა ჩვენს საიტზე. ყოველი კვირის დასაწყისში დავდებ 10 შეკითხვას და შესაბამისად კვირის ბოლოს სწორ პასუხებსაც.

    შეეცადეთ, რომ თქვენით მიხვდეთ პასუხებს და ცოტა ტვნი დააყოლოთ იმის მაგივრად რომ ინტერნეტში ამოქექოთ. ასე უფრო მუღამი ექნება ამ თემას.


    წლის ბოლოს კი გამოვავლინოთ Alco.Ge-ს საუკეთესო მოაზროვნე


    მაშ ასე, პირველი 10 შეკითხვა.


    ..:: 1 ::..
    ციტატა ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე განთავსებული მასალიდან: “11 აპრილი, 2008წ. …მას ასეთი ბედი აქვს: იგი ძალზე უყვართ პრეზიდენტებს. ეტყობა მისი გულის ამაჩუყებელი სტილი ალბობს პოლიტიკისაგან გაუხეშებულ რკინის მამაკაცებს. მისი გამოსვლების დროს ცრემლს ვერ იკავებდა ნურსულთან ნაზარბაევი, ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო თურქმენბაშისთან და განსვენებული ლიდერის ხაზს ახლა აგრძელებს პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი. მისი ფან–კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული წევრია სერგეი მირონოვი. მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ იგი ახერხებს გაიაროს წვრილ ხაზზე, ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის და იმეგობროს ორივე პრეზიდენტთან”. მე არ გეკითხებით რომელ 2 სახელმწიფოზეა საუბარი, მითხარით ვისზე წერდა ასე რუსული ვებ–საიტი!

    ..:: 2 ::..
    მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?

    ..:: 3 ::..
    როგორც მოგეხსენებათ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Ива-ს, ჩვენ ვუწოდებთ ტირიფს. კითხვა: რას ვუწოდებთ ჩვენ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Плакучая ива-ს? დარწმუნებული ვარ ამ კითხვას ადვილად უპასუხებენ პოეზიის მოყვარულები.
    ..:: 4 ::..
    რად იქცევა გარემო სამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოხვედრილი წ#### წვეთი შუასაუკუნოვანი ირანული თქმულების მიხედვით?

    ..:: 5 ::..
    რამდენიმე წლის წინ აღინიშნა ამ ინტელექტუალური გასართობოს გამოგონების 15 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით საიუველირო ფირმა “Diamond Catters Internation”-მა ამ გასართობის უნიკალური მოდელი დაამზადა, რომელიც მას 1,5 მლნ. დოლარი დაუჯდა. დაასახელეთ ამ გასართობის გამომგონებელი უნგრელი პროფესორის გვარი.

    ..:: 6 ::..
    ეს შედევრი შეიქმნა ანტვერპენში მდებარე ჩამომსხმელი ქარხნის დაზგების ხმაურის ზეგავლენით. პრემიერა შედგა 1928 წლის 20 ნოემბერს, პარიზის გრანდ-ოპერაში და სოლო პარტია იცეკვა რუსმა ბალერინამ, იდა რუბინშტეინმა. თუმცა, კითხვის ავტორის აზრით, ყველაზე ორიგინალურად ეს პიესა შესრულდა 1998 წელს ღია ცის ქვეშ, ათეულობით ათასი მაყურებლის თანდასწრებით. კითხვა: რა ეწოდება ადგილს, სადაც ასე ორიგინალურად შესრულდა ეს პიესა 1998 წელს?

    ..:: 7 ::..
    ერთ–ერთ წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათქვამია, რომ იგი თავის მეუღლეს მოიხსენიებდა სიტყვით “It”, რაც როგორც მოგეხსენებათ საშუალო სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელია და ქალბატონის მიმართ მისი გამოყენება რბილად, რომ ვთქვათ არ არის ლამაზი. თუმცა წიგნში აგრეთვე ნათქვამია, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა დისიდენტი სსრკ–დან, რომელთანაც ამ ცნობილ ადამიანს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით წიგნის ავტორი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ ზუსტად ეს იყო ამ ერთი შეხედვით ცინიკური მიმართვის მიზეზი. დაასახელეთ ცნობილი პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ზემოთხსენებული წიგნი.

    ..:: 8 ::..
    ის სამჯერ იქნა გასამართლებული. პირველად, ის 1431 წელს დამნაშავედ სცნეს და როგორც ჯადოქარი კოცონზე დაწვეს. მეორედ, 1456 წელს ის მთლიანად გაასამართლეს. მესამე სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მეოცე საუკუნის დასაწყისში ის წმინდანად შერაცხეს. ვინ იყო ის?

    ..:: 9 ::..
    ეს მეცნიერება, “ხომალდის მართვის მეცნიერება”, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, XX საუკუნეში და მას არაფერი საერთო არ აქვს ხომალდის მართვასთან. ამ სიტყვის მეტაფორული გამოყენებით პლატონი სახელმწიფოს მართვის ხელოვნებასაც კი აღნიშნავდა. რა სიტყვაა ეს?

    ..:: 10 ::..
    მარლენ დიტრიხი ამბობდა რომ იქსი ჩემი საფირმო პროდუქტია, მე მას ჩემს გამოსვლებში ვყიდი და ის ძალიან ძვირი ღირსო. იგრეკის სიგრძე კი — ვიკიპედიის მტკიცებით 4444 კილომეტრია. დაასახელეთ ორივე თუ იგრეკი იქსის შემადგენელი ნაწილია.

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან giogi-ს სასარგებლო პოსტისათვის

    nalbo (18-10-2010)

  3. #2
    G!V! Frank - სურს გახდეს სახელგანთქმული Frank-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    32
    პოსტები
    28

    დონე: 26 [?]
    გამოცდილება: 100 129
    შემდეგი დონე: 125 609

    რეპუტაცია
    10

    პასუხი დაპოსტილია giogi-ს მიერ პოსტის ნახვა
    მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
    კოვზი

    პასუხი დაპოსტილია giogi-ს მიერ პოსტის ნახვა
    როგორც მოგეხსენებათ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Ива-ს, ჩვენ ვუწოდებთ ტირიფს. კითხვა: რას ვუწოდებთ ჩვენ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Плакучая ива-ს? დარწმუნებული ვარ ამ კითხვას ადვილად უპასუხებენ პოეზიის მოყვარულები.
    წნორი?

    პასუხი დაპოსტილია giogi-ს მიერ პოსტის ნახვა
    რად იქცევა გარემო სამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოხვედრილი წ#### წვეთი შუასაუკუნოვანი ირანული თქმულების მიხედვით?
    ცრემლად?


    პასუხი დაპოსტილია giogi-ს მიერ პოსტის ნახვა
    ის სამჯერ იქნა გასამართლებული. პირველად, ის 1431 წელს დამნაშავედ სცნეს და როგორც ჯადოქარი კოცონზე დაწვეს. მეორედ, 1456 წელს ის მთლიანად გაასამართლეს. მესამე სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მეოცე საუკუნის დასაწყისში ის წმინდანად შერაცხეს. ვინ იყო ის?
    ჟანა დ'არკი


    პასუხი დაპოსტილია giogi-ს მიერ პოსტის ნახვა
    მარლენ დიტრიხი ამბობდა რომ იქსი ჩემი საფირმო პროდუქტია, მე მას ჩემს გამოსვლებში ვყიდი და ის ძალიან ძვირი ღირსო. იგრეკის სიგრძე კი — ვიკიპედიის მტკიცებით 4444 კილომეტრია. დაასახელეთ ორივე თუ იგრეკი იქსის შემადგენელი ნაწილია.
    სისხლძარღვი?

  4. #3
    Super Moderator irakli - სურს გახდეს სახელგანთქმული irakli-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    32
    პოსტები
    87

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 311 115
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    18-10-2010 17:52 #1 ში გაჩნდა და მოკვდა ეს იდეა ეგრევე ხო?

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 6 მომხმარებელი. (0 წევრი და 6 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney