ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს სამშობლოში უცნაური საჩუქარი უძღვნეს – დიდი რაოდენობით ლუდი. 23 ფეხბურთელს, საერთო ჯამში, 1734 ლიტრი ერგო. საინტერესო იყო ლუდის განაწილების პრინციპი – ფეხბურთელებს თავიანთი წონის მიხედვით დაურიგეს. ყველაზე ბევრი “ბილბაოს” 93-კილოგრამიან ფორვარდ ფერნანდო ლორენტეს შეხვდა – 94,6 ლიტრი. ყველაზე მეტად კი “ბარსელონას” ნახევარმცველი ხავი დაიჩაგრა, რადგან სულ 60 კილოგრამს იწონის.
მიხვდებოდით, ეს საჩუქარი “ფურია როხამ” წლეულს მსოფლიო ჩემპიონობისთვის მიიღო.