Alco.Ge-ზე სურათების განსათავსებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საიტი: http://pix.ge/
(შეგიძლიათ სხვა საიტებიც გამოიყენოთ, თუმცა რასაც ვიყენებ იმას ვწერ).
1. ვაჭერთ ღილაკს 'ფაილების დამატება';
2. ვირჩევთ ასატვირთ სურათს (შესაძლებელია ერთდროულად 10 სურათამდე მონიშვნა) კომპიუტერიდან;
3. 'პარამეტრების მითითება'-ში ვირჩევთ დამატებით ფუნქციებს, თუმცა ამ ფუნქციების მონიშვნა არაა სავალდებულო;
4. დავაჭიროთ "სურათების ატვირთვა"-ს და ველოდებით, სანამ არ დაიწერება 'ატვირთვა დასრულებულია';
5. Alco.Ge-`ს პოსტში სურათის ჩასასმელად, ვაკოპირებთ შესაბამის კოდს Pix.ge-დან პოსტში:
* სურათის კოდები, პირდაპირი ბმული ფაილზე - თუ ავიღებთ ამ კოდს, მაშინ მარჯვნიდან და მარცხნიდან უნდა მივუწეროთ img ისევე როგორც მითითებულია აქ: [img]http://a.pix.ge/g/s3djb.jpg[/img ] ასეთ შემთხვევაში სურათი პოსტში გამოჩნდება სრული ზომით;
* სურათის კოდები, BB კოდი ფორუმისათვის - ამ კოდს პირდაპირ ვაკოპირებთ პოსტში და სურათიგამოჩნდება პოსტში სრული ზომით;
* ესკიზის კოდები, BB კოდი ფორუმისათვის, ამ კოდის დაკოპირებით, პოსტში გამოჩნდება სურათის შემცირებული ვარიანტი (Thumbnail).
ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)