+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 2 (2-დან)

თემა: არველაძემ “ფენერბახჩეს” სძლია

Share
  1. #1
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 757 321
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    არველაძემ “ფენერბახჩეს” სძლია



    შოთა არველაძის “კაისერისპორმა” თურქეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, “ფენერბახჩე” 2:0 დაამარცხა


    გუშინ, რუსეთის პრემიერლიგაში ქართველთა ორმა გუნდმა ითამაშა, ორივემ საკუთარ მოედანზე და ორივემ იმარჯვა. მოსკოვის “სპარტაკმა”, რომლის რიგებშიც ჯანო ანანიძე თამაშობს, თანაქალაქელ “სატურნს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი თამაშში მე-2 ტაიმის დასაწყისში ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 19 მატჩის შემდეგ, “სპარტაკი” 29 ქულით მე-6 ადგილზეა.
    ლაშა სალუქვაძის გარეშე იმარჯვა “რუბინმა”, რომელმაც “ამკარი” 3:0 გაანადგურა. ოც თამაშში მოპოვებული 40 ქულით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები მე-2 პოზიციას იკავებენ.
    წარუმატებელი გამოდგა უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩები ქართველთა გუნდებისთვის. ვასილ გიგიაძის “ტავრიამ” კიევის “არსენალს” უმასპინძლა და მეტოქეს დედაქალაქში 3 ქულა გაატანა, დათმო რა მატჩი ანგარიშით 0:1. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 52-ე წუთზე ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ამ მარცხის შემდეგ, “ტავრია”, რომელსაც 10 ქულა აქვს, მე-10 პოზიციამდე დაქვეითდა.
    კიდევ ერთ კიევურ გუნდთან დამარცხდა დიმიტრი ტატანაშვილის “მეტალურგი”. ზაპორიჟიელებმა “დინამოსთან” გასვლაზე 0:2 წააგეს. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სრულად ჩაატარა და მე-60 წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლით ვერ ისარგებლა, მისი გუნდი კი, 9 ტურში მოპოვებული ოდენ 2 ქულით კვლავ ცხრილის ფსკერზეა.
    ქართველთა ერთადერთი გუნდი, რომელმაც გუშინ მარცხს თავი აარიდა, “კრივბასია”, მაგრამ გოცირიძისა და კობახიძის გუნდმა ვერც მოგება მოახერხა – კრივოი როგელები დონეცკში “მეტალურგს” დაუზავდნენ, ანგარიშით 2:2. სტუმართა რიგებში, მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გოცირიძემ, რომელიც 33-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება კობახიძეს, იგი სათადარიგო იყო.
    წარმატებულ სამწვრთნელო საქმიანობას განაგრძობს შოთა არველაძე, რომლის “კაისერისპორმაც” თურქეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, “ფენერბახჩე” შინ 2:0 დაამარცხა. არველაძემ ამისულაშვილი სრულად ათამაშა და არც შემცდარა – ქართველმა მცველმა კარის მშრალად შენახვაში თავისი წვლილი შეიტანა. ამ მოგების შემდეგ, “კაისერისპორს” 10 ქულა დაუგროვდა, რაც მე-2 ადგილზე დასამკვიდრებლად გამოდგა საკმარისი.
    იტალიის სერია b-ში, ზედიზედ მე-3 ფრე ითამაშა “ემპოლიმ”, რომელიც “ტრიესტინას” შინ დაუზავდა ანგარიშით 1:1. მასპინძელთა რიგებში, მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო ლევან მჭედლიძემ, რომელიც თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. 4 ტურის შემდეგ, 6 ქულით “ემპოლი” მე-7 ადგილზეა.
    ინგლისის ჩემპიონლიგაზე ზედიზედ მეორედ იმარჯვა ზურაბ ხიზანიშვილის “რედინგმა”, რომელმაც შინ “კრისტალ პალასი” 3:0 გაანადგურა. ქართველი მცველი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო იყო, მისი გუნდი კი, ხუთ თამაშში მოპოვებული 8 ქულით მე-8 ადგილზეა.
    როგორც მოსალოდნელი იყო, მე-2 ბუნდესლიგის მე-3 ტურის მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო მათე ღვინიანიძემ. ქართველ მცველს კუჭის ტკივილები აწუხებს, რის გამოც იგი “დუისბურგთან” გამართულ შეხვედრაში, “მიუნხენ 1860”-ის მწვრთნელმა განაცხადშიც კი არ შეიყვანა. გათამაშების ლიდერთან, გასვლით შეხვედრაში, მიუნხენელები 1:2 დამარცხდნენ და სამ მატჩში მოპოვებული ამდენივე ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.



    წყარო: worldsport.ge

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

  2. #2
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 136 261
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    ჩვენ ხო ვაართ და სადაც მივდივართ იმათაც დ**** ******ვთ
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney