უკრაინამ რუსეთში სოხუმური ქურდული კლანის წევრის თენგიზ კორსაგიას, მეტსახელად თენგოს ექსტრადაცია განახორციელა.

უკრაინის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კორსაგია კიევში, ბორისპოლის აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის დროს გაყალბებული რუმინული პასპორტის წარდგენის შემდეგ დააკავეს.

38 წლის კორსაგია აფხაზეთის მკვიდრია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად ითვლებოდა.