რუსეთის ნავთობისა და გაზის გიგანტმა გაზპრომმა შესაძლოა უახლოეს მომავალში იტალიური საფეხბურთო კლუბის მილანის აქციათა 20 დან 30 % მდე იყიდოს, ინფორმაციას ამის შესახებ მილან-ნიუსი ავრცელებს.

სწორედ ეს ფაქტი სახელდება იმის ერთ ერთ ყველაზე შესაძლო მიზეზად, რომლის გამოც საფეხბურთო კლუბმა ასე მძლავრად შეძლო საზაფხულო ტრანსფერული კამპანიის წარმოება - კლუბმა ზალატან იბრაგიმოვიჩი და რობინიო შეიძინა.

სულ აქციათა პაკეტის ფასი რომლითაც დაინტერესებულია გაზპრომი 100-200 მილიონ ევროდ ფასდება.