სპეციალისტებმა იმ პროდუქტების სია შეადგინეს, რომლებსაც სიგარეტის მავნებლობის განეიტრალება შეუძლიათ. საერთო ჯამში, ეს პროდუქტები ხელს უწყობენ როგორც აქტიური, ისე პასიური მოწევით ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას.

კომბოსტო - აშშ-ის ეკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, კომბოსტო საუკეთესო საშუალებაა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი იზოტიოციანცატები სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და გავრცელებას აფერხებენ. კომბოსტოს რეგულარული მიღება ფილტვის კიბოთი დაავადების შანსს 36%-ით ამცირებს.

პომიდვრის წვენი - იაპონელთა აზრით, პომიდვრის წვენი ეფექტური საშუალებაა ფილტვების ემფიზემის წინააღმდეგ, რომლის გამომწვევი მიზეზი თამბაქოს კვამლის რეგულარული შესუნთქვაა. მის შემადგენლობაში უხვადაა ლიკოპენის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის უჯრედებისთვის მავნე ჟანგბადის რადიკალების წარმოქმნას.

სტაფილოს წვენი - ადამიანის ორგანიზმში ბეტა-კაროტინი А ვიტამინისგან გარდაიქმნება, რომელიც ლორწოვანი გარსის გამაგრებისთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში, მწეველმა დღეში ორი ჭიქა სტაფილოს წვენი უნდა მიიღოს.

ჯეჯილი - ხორბლის მოუმწიფებელ თავთავში სასარგებლო და აქტიური ნივთიერებების მთელი გამაა, რომელთა შორისაა ვიტამინი Е და В12, ფილიუმის მჟავა და სელენიუმი, რომლებიც ფილტვების ქსოვილებს იცავენ.

ვიტამინი С - ის მრავალ ხილსა და ბოსტნეულშია. С ვიტამინის თავისებურება ისაა, რომ ის ორგანიზმში არ წარმოიქმნება და მასში მხოლოდ გარედან ხვდება. თითოეული მოწეული სიგარეტი 35 მილიგრამ ამ დეფიციტურ ვიტამინს ანეიტრალებს.