დღეს ათენში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩით ჩვენი გუნდი ევრო 2012-ის აღმართს შეუყვება. თემურ ქეცბაია ციკლს გასვლითი შეხვედრით იწყებს და ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, ქართველი გულშემატკივარი კარს მომდგარ შესარჩევს იმედით ელის...

შეიძლება, ბევრს არ სჯერა, მაგრამ ფაქტია - ხანგრძლივი კრიზისისა და იმედგაცრუებების მიუხედავად, ქართველი ქომაგი მოუთმენლად ელის რეპორტაჟს ათენიდან, რომელსაც...

რომელსაც ვნახავთ თუ არა, ახლაც არ ვიცით, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გუშინ "ლელოს" რედაქციაში ტელეფონის ზარი არ შეწყვეტილა - გულშემატკივარს აინტერესებს, იქნება თუ არა ათენური მატჩის ტრანსლაცია "პირველ არხზე"?

ბუნებრივია, ეს ჩვენთვისაც საინტერესოა და ამიტომაც დავუკავშირდით კომპეტენტურ ხალხს. როგორც გავარკვიეთ, "პირველი არხის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს მედიაკომპანია "სპორტ 5-თან", რომელსაც ჩვენი ჯგუფის ყველა ნაკრების შეხვედრათა ჩვენების უფლება უპყრია ხელთ. საქართველოს ნაკრების გასვლით შეხვედრათა რეპორტაჟების საფასურად ხსენებული მედიაკომპანია გარკვეულ (ჩვენთვის უცნობ) თანხას თხოვს "პირველ არხს", რაც ამ უკანასკნელისთვის მიუღებელია.

"პირველი არხი" მატჩის მნიშვნელობასა და მაყურებელთა ინტერესს ანგარიშს უწევს და ცდილობს, საბერძნეთი-საქართველო როგორმე აჩვენონ. თუ რა გამოვა ამ მცდელობიდან, დღეს გაირკვევა, რადგან მოლაპარაკება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა...

გარკვეულია მხოლოდ თბილისური მატჩების რეპორტაჟები: 7 სექტემბერს ახალგაზრდული ნაკრები "ლოკომოტივზე" სომხეთის 21-წლამდელებს უმასპინძლებს და ამ თამაშს ტელეკომპანია "მზე" 19 საათიდან გადასცემს. "ბორის პაიჭაძეზე" კი საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება და ის 21 საათზე დაიწყება. თამაშს "პირველი არხი" გადასცემს.

---------- პოსტი დამატებულია: - 15:42 ---------- წინა პოსტი - 15:40 ----------

ათასი ბანძი სერიალის ყიდვას ნაკრების თამაშები იყიდონ ჯობია