სპეციალური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბრიტანელი და იტალიელი მამაკაცები კოსმეტიკურ საშუალებებში წლის განმავლობაში უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე ქალები.

18-დან და 35 წლამდე ბრინატელი მამაკაცები საცხებისა და თმის საშუალებებისთვის საშუალოდ კვირაში 14 ევროს ხარჯავენ, რაც 1 ევროთი აღემატება მანდილოსნების ანალოგიურ დანახარჯს.

ამასთან, ყოველი მეხუთე იტალიელი და ბრიტანელი რეგულარულად ხმარობს დამატენიანებელ კრემებს, ხოლო ყოველი მეოცე - თმის უთოს.

იტალიელი მამაკაცები კოსმეტიკურ პროდუქციაზე წელიწადში 250 მლნ ევროს ხარჯავენ. ბოლო კვლევებით, ისინი გარეგნობაზე ზრუნვის ხარჯზე გართობას სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ.

იტალიის კოსმეტიკური ქირურგიის ასოციაციის ცნობით, სპა-სალონების მომხმარებელთა 40%-ს ძლიერი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ.