+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 3 (3-დან)

თემა: ტრეზეგე - იუვენტუსის ლეგენდა

Share
  1. #1
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 136 488
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    ტრეზეგე - იუვენტუსის ლეგენდა



    'იუვენტუსის' ოფიციალური საიტის მეშვეობით დაემშვიდობა თავის ლეგენდარულ ფეხბურთელს - დავიდ ტრეზეგეს, 'იუვენტუსის' ისტორიაში საუკეთესო უცხოელ თავდამსხმელს.
    "გოლი გაიტანა 'იუვენტუსის' ფეხბურთელმა ... ნომერი 17 ... დავიდ ... ტრეზეგე !!! - სიტყვები რომლებსაც მიეჩვია გულშემატკივარი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ! სიტყვები რომლებსაც ყვიროდნენ ბევრ სხვადასხვა ენაზე, ბევრ სხვადასხვა სტადიონზე 171-ჯერ. სწორედ ამდენი გოლი გაიტანა ტრეზეგემ 320 (!) თამაშში 'იუვენტუსის' შემადგენლობაში: საოცარი რეზულტატიურობა !!! საშუალოდ 17 გოლი სეზონში (!!!) 10 წლის მანძილზე და #17 მაისურზე ... რაღაცით სიმბოლურია.
    ესეც საკმარისია იმისათვის რომ გავიგოთ, როგორი დიდია დავიდის ღვაწლი 'იუვენტუსის' ისტორიაში, მაგრამ სტატისტიკა ვერასოდეს მოგვიყვება იმ ემოციების შესახებ, რომელიც ამ ფეხბურთელმა გვაჩუქა ჩვენ და ყველა გულშემატკივარს.
    'მეფე დავიდი', 'ტრეზეგოლი' - ეს მეტსახელები შეარქვეს მას გულშემატკივრებმა. 'როდესაც ტრეზეგე თამაშობს, ის ყოველთვის იტანს' - სიტყვები რომლებსაც მისთვის მღეროდნენ გულშემატკივრები.
    1998 წლის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში - იგი ჩამოვიდა 'იუვენტუსში' 2000 წელს. იმ წელს ტრეზეგე გახდა პოპულარული თავისი გამარჯვების გოლით, რომელიც მან გაუტანა იტალიის ნაკრებს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალში.
    მიუხედავად ამისა იტალიელმა გულშემატკივრებმა აპატიეს მას ეს გოლი, ყოველ შემთხვევაში 'იუვენტუსის' გულშემატკივრებმა: პირველივე სეზონში, მიუხედავად იმისა რომ სათადარიგო ფეხბურთელად ითვლებოდა, გაიტანა 15 გოლი 32 თამაშში და დაიმსახურა კლუბის ნდობა. შემდეგ სეზონში ტრეზეგემ გაიტანა 24 გოლი სერია "ა"-ში და გახდა პირველად იტალიის ჩემპიონი. დიახ, ტრეზეგე არ წავიდა 'იუვენტუსიდან' 2006 წელს, იგი დათანხმდა სერია "ბ"-ში თამაშს იმისათვის რომ დაებრუნებინა 'იუვენტუსი' ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე თავისი გოლების დახმარებით. იმ სეზონის ბოლოს ტრეზეგე ვითომ უნდა წასულიყო, მაგრამ მაინც დარჩა კიდევ 3 წლით. 2007/2008 სეზონში მან დაიკავა მე-2 ადგილი საუკეთესო ბომბარდირთა დავაში, ჩამორჩა რა მხოლოდ თავის თანაკლუბელს - ალესანდრო დელ პიეროს. ამ სეზონში მას აწუხებდა ტრავმა, მაგრამ მის საშუალო შედეგზე ამას არ უმოქმედია.
    ყველა გულშემატკივარი ხედავდა მის ღიმილს ყოველი გატანილი გოლის შემდეგ. ეხლა ამ ღიმილს სხვა კლუბის გულშემატკივარი ნახავს სხვა სტადიონზე, თუმცა 'იუვენტუსის' ახალ მშენებარე სტადიონზე გაიხსნება მისი სახელობის ვარსკვლავი, იმიტომ რომ ტრეზეგე თავისი თამაშით და საქციელით ამ 10 დაუვიწყარი წლის მანძილზე ღირსია იყოს 'იუვენტუსის' უდიდესი ფეხბურთელების სიაში ისტორიის მანძილზე.
    Merci დავიდ, gracias, buena suerte, bonne chance… 'იუვენტუსი' ყოველთვის იქნება შენი ისტორიის ნაწილი - შენ კი უკვე 'იუვენტუსის' ლეგენდა ხარ."


    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  2. #2
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 757 474
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    გავსკდი სიცილით

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

  3. #3
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 815 127
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    მე არ გამეცინა და უნდა გამცინებოდა?? , უძლიერესი ფეხბურთელი იყო ,
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney