+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 7 (7-დან)

თემა: მეოთხედფინალების მოლოდინში

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    32
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 732 967
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    მეოთხედფინალების მოლოდინში

    ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყება. თბილისის დროით, 18.00 სთ-ზე ბრაზილიის ნაკრები ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 22.30 სთ-ზე კი ნახევარფინალისტის ვინაობას ურუგვაი და განა გაარკვევენ.

    ამ ოთხი გუნდიდან განსაკუთრებულ ინტერესს, მაინც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების ასპარეზობა იწვევს. დღევანდელი წერილის დასაწყისშიც სწორედ რომ პენტაკამპეონების შესახებ მოგითხრობთ.

    მუნდიალების ისტორიაში ბრაზილია ყველა სტატისტიკური მონაცემით მოწინავე პოზიციებზეა. იმის გარდა, რომ ეს გუნდი ხუთჯერ იყო გამარჯვებული, ერთადერთია რომელმაც ყველა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და წლევანდელი გამოსვლა მისთვის რიგით მეცხრამეტეა. ფინალურ შეხვედრებში პელეს თანამემამულეებს შვიდჯერ უთამაშიათ. გერმანელებთან ერთად იყოფენ პირველობას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებული მატჩების მიხედვით. დღევანდელ შეხვედრამდე მათ ანგარიშზე 96 მატჩია.

    “პენტაკამპეონების” აქტივში მუნდიალებზე მოპოვებული 67 გამარჯვებაა. გატანილი აქვთ 209 გოლი. 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ყველა მეტოქეს ისე ძლია, რომ დამატებითი დრო არ დასჭირვებია. ეს მაჩვენებელი ჯერ-ჯერობით სარეკორდოდ ითვლება.

    1962 წელს, ჩილეში ბრაზილია ისე გახდა ჩემპიონი, რომ მის შემადგენლობაში მხოლოდ 12-მა ფეხბურთელმა იასპარეზა. მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი, სამი ოქროს მედალი პელეს აქვს მოპოვებული (1958, 1962 და 1970 წლებში), 2-2 ოქრო კი 15 ბრაზილიელს მიუღია. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შესულია მარიო ზაგალოც. მას მუნდიალი მოგებული აქვს როგორც ფეხბურთელს და უკვე მოგვიანებით, როგორც მწვრთნელსაც. (1958 და 1962 წლებში ფეხბურთელი იყო, 1970 წელს კი მწვრთნელი). 1970 წლის გარდა, ზაგალომ გუნდი გადამწყვეტ მატჩამდე 1998 წელსაც მიიყვანა.

    საინტერესოა ერთი დეტალიც – 1994 წლის აშშ-ის მსოფლიოს პირველობაზე, “პენტაკამპეონების” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა, გუნდს კაპიტნობდა. გახსოვთ, რომ მაშინ ბრაზილიელები მეოთხედ გაჩემპიონდნენ.

    ბრაზილიელთა დღევანდელი მეტოქე ჰოლანდია იმ გუნდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც თითქმის ნებისმიერ ტურნირს ფავორიტთა რანგში იწყებენ. გამონაკლისი არც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატია. შეგახსენებთ, რომ ბერტ ვან მარვიიკის გუნდმა “მუნდიალი-2010”-ის საგზური პირველმა მოიპოვა. შესარჩევ ციკლში რვავე შეხვედრა მოიგო და საკუთარ კარში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

    უკვე მეორე წელია, რაც ჰოლანდიელები არ დამარცხებულან და ეს საპატიო სერია 23 შეხვედრას მოიცავს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ეროვნული გუნდი მეტად პრაგმატულ ფეხბურთს უჩვენებს და ჯერ-ჯერობით მეტოქეებს მხოლოდ მაღალი სათამაშო კლასის მეშვეობით ამარცხებს. ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და საკუთარ შესაძლებლობებს დღეს ალბათ ბოლომდე გამოავლენს.

    ინგლისურმა გაზეთმა „სანმა“ ბრაზილიის ნაკრებს შემდეგი სახის „დახასიათება“ მიუძღვნა:

    „ვისაც გინდათ ჰკითხეთ, ერთსა და იმავე პასუხს მიიღებთ – ბრაზილიური გუნდი ყოველთვის შემოქმედებით, ფანტაზიით აღსავსე, სამბა-ფეხბურთს თამაშობს. მაშინაც კი, როდესაც თავდასხმის ცენტრში ზორბა და ჯაჯგურა ცენტრფორვარდები ჰყავთ, ან ამჟამინდელი მათი მწვრთნელის – დუნგას ყაიდის მოთამაშეები, რომლებიც მაინც სწრაფ კონტრშეტევებზე გადადიან. კიდევ, ნებისმიერი 28 წლის ბრაზილიელი იგივეა, რაც 34 წლის ევროპელი. ამ ასაკში ისინი ვარსკვლავური ფეხბურთის თამაშს თავს ანებებენ და უბრალო ბურთაობაზე გადადიან. გაიხსენეთ, ადრიანო, რონალდინიო და რონალდო. სამივე ჯადოქარმა სწორედ 28 წლისამ დაანება სასწაულების კეთებას თავი. და ბოლოს, თუ ფეხბურთელი ბრაზილიელია, ესე იგი, ფანტაზიითაა აღსავსე. ეს ლუიშ ფაბიანოსა და ჟილბერტოსაც ეხებათ“.

    რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის უცხოელმა სპეციალისტებმა “განსაკუთრებული” საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობა გამოაქვეყნეს. თავდაპირველად, მათ შეადგინეს სამხრეთ აფრიკაში ვერ მოხვედრილი ეროვნული გუნდების მოთამაშეებისაგან შემდგარი გუნდის სია. ეს ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

    პეტერ ჩეხი (ჩეხეთი), დარიო სრნა (ხორვატია), ტოს ვერმაელენი (ბელგია), კრისტიან კივუ (რუმინეთი), იური ჟირკოვი (რუსეთი), იორი ბენაიუნი (ისრაელი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ანდრეი არშავინი (რუსეთი), რაიან გიგზი (უელსი), ედინ ჯეკო (ბოსნია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი). ამ მოთამაშეთა კრებულის მთავარი მწვრთნელი კი ირლანდიის ნაკრების იტალიელი თავკაცი, ჯოვანი ტრაპატონია.

    ამის გარდა, შეადგინეს იმ ფეხბურთელების „მსოფლიო ნაკრებიც“, რომლებმაც სხვადასხვა ტრავმების გამო სამხრეთ აფრიკაში გამოსვლა ვერ მოახერხეს:

    რენე ადლერი (გერმანია), მიკაელ ესიენი (განა), რიო ფერდინანდი (ინგლისი), ჰეიკო ვესტერმანი (გერმანია), ივიცა დრაგუტინოვიჩი (სერბეთი), დევიდ ბექჰემი (ინგლისი), მიხაელ ბალაკი (გერმანია), ლასანა დიარა (საფრანგეთი), ნანი (პორტუგალია), სალვადორ კაბანიასი (პარაგვაი).

    მართლაც რომ შთამბეჭდავი ნუსხაა და ამ პირველობაზე ცალკე გუნდად გამოსვლის შემთხვევაში გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტიც იქნებოდა.

    კვლავ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ სიმბოლურ ფეხბურთლთა კრებულს დავუბრუნდეთ. ჩვენთვის უკვე „საყვარელმა“ გაზეთმა „სანმა“ კიდევ ერთხელ „გამოიჩინა“ თავი. ამ გამომცემლობის თანამშრომლებს ერთი კითხვა დაებადათ – ინგლისელებმა სამხრეთ აფრიკაში სრული მარცხი განიცადეს, ამიტომ საინტერესო იქნებოდა ვის წაიყვანდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფაბიო კაპელო, ყველა დროის საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელებზე დაყრდნობა რომ შეძლებოდა?

    გაზეთმა მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე დღის წინ „საუკეთესო თერთმეტეულის“ საბოლოო ვერსია წარმოგვიდგინა. ამ ნუსხას შემდეგი სახე აქვს: გორდონ ბენქსი, გარი ნევილი, ეშლი კოული, სოლ კემპბელი, დევიდ ბექჰემი, ბობი მური, ალან ბოლი, პოლ გესქოინი, ბობი ჩარლტონი, გარი ლინეკერი და მაიკლ ოუენი.

    ძნელია იმაზე მსჯელობა, ეს ნაკრები „მუნდიალი-2010“-ზე როგორ წარმატებებს მიაღწევდა. ფაქტი ერთია – დღევანდელ თანამემამელეთა ეროვნულ გუნდს აუცილებლად აჯობებდა და ამ ჩემპიონატზეც საკუთარ ნათელ კვალს აუცილებლად დატოვებდა.

    ევროპელმა ბუკმეკერებმა კი ყველაზე „მდიდარი“ გუნდების ათეული გამოაქვეყნეს, რომლის მთავარი კრიტერიუმი, ამა თუ იმ ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებების ჯამი აღმოჩნდა. პირველი ადგილი ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა. ამ გუნდში მხოლოდ მარჩენაა „იაფი“ მოთამაშე, რადგან მისი ფასი მხოლოდ და მხოლოდ 8 მილიონი ევროა. ანდრეს ინიესტა, ჩავი და სესკ ფაბრეგასი ჯამში 180 მილიონ ევროს აღწევენ. დავიდ ვილია 45–მილიონიანია, ფერნანდო ტორესის ღირებულება კი – 50 მილიონი. “მდიდარი” ნაკრებების საპატიო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

    1. ესპანეთი – 650 მლნ. 2. ინგლისი – 471,5 მლნ. 3. საფრანგეთი – 367,5 მლნ. 4. ბრაზილია – 353,1 მლნ. 5. არგენტინა – 349,5 მლნ. 6. იტალია – 319,5 მლნ. 7. გერმანია – 292,5 მლნ. 8. პორტუგალია – 285,4 მლნ. 9. ჰოლანდია – 255,55 მლნ. 10. კოტ დ’ივუარი – 198,97 მლნ.

  2. #2
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 775 866
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    raRa dros meotxedfinalebia , aci naxevar finalze vilaparakoT

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

  3. #3
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 163 697
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    გერმანია - ურუგვაი
    ჰოლანდია - ესპანეთი

    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  4. #4
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 36 [?]
    გამოცდილება: 834 863
    შემდეგი დონე: 1 000 000

    რეპუტაცია
    10

    რა გერმანია ჟვებე კაი რა ჯერ გაცდეს არგენტინას და მერე იბლატაონ რა
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

  5. #5
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 163 697
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    პასუხი დაპოსტილია nalbo-ს მიერ პოსტის ნახვა
    რა გერმანია ჟვებე კაი რა ჯერ გაცდეს არგენტინას და მერე იბლატაონ რა
    nalbo

    ni uchi uchonava
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  6. #6
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 36 [?]
    გამოცდილება: 834 863
    შემდეგი დონე: 1 000 000

    რეპუტაცია
    10

    ეხლა უკვე ოოო , ძაან გაბლატავდნენ ფაშისტები ბლიად
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

  7. #7
    Loading… ██████ FresH - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე FresH-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi Beer city
    პოსტები
    88

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 316 066
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    პასუხი დაპოსტილია nalbo-ს მიერ პოსტის ნახვა
    ეხლა უკვე ოოო , ძაან გაბლატავდნენ ფაშისტები ბლიად



    ახლა ხო ბლატაობს გერმანია

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 2 მომხმარებელი. (0 წევრი და 2 სტუმარი)

     

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney