ზოგადი ნაწილი:
  • Alco.Ge ატარებს ინფორმაციულ/გასართობ ხასიათს. ეს წესები შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რომ საიტზე იყოს წესრიგი, შესაბამისად მათი დაცვა სავალდებულოა საიტის ყველა მომხმარებლისთვის;
  • Alco.Ge-ზე თქვენი შემოსვლა ავტომატურად გულისხმობს რომ ეთანხმებით ამ წესებს, სხვა შემთხვევაში ადმინისტრაციის თხოვნაა შეწყვიტოთ საიტით სარგებლობა;
  • Alco.Ge-ს ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის სარგებლობაზე და სიზუსტეზე. აგრეთვე საიტის მფლობელებს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მორალურ თუ მატერიალურ ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოწვიოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებამ ან არ გამოყენებამ. ყოველი თემა/პოსტი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მისი ავტორის აზრს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საიტის ადმინისტრაციის შეხედულებებს იმავე საკითხზე;

ძირითადი პირობები:
  • დაუშვებელია მომხმარებლის სახელში უცენზურო სიტყვების და სხვა საიტების მისამართების გამოყენება;
  • დაუშვებელია ხელმოწერაში სარეკლამო ინფორმაციის გამოყენება, აგრეთვე ბმულები სხვა საიტებზე, უცენზურო სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადებები, განცხადებები საიტის ადმინისტრაციის მიმართ, ხელმოწერების აჭრელება, დიდი ზომის შრიფტით წერა;
  • დაუშვებელია ისეთი ავატარების გამოყენება, რომლებზეც ასახულია ძალადობა ან პორნოგრაფიული მასალა (და სხვა სისაზიზღრე);
  • დაუშვებელია ერთი და იგივე შინაარსის თემების გახსნა სხვადასხვა განყოფილებებში. ასეთი ქმედება ჩაითვლება ფლუდად;
  • დაუშვებელია თემებისათვის ისეთი სათაურების გაკეთება, რომელიც არ ასახავს ამ თემის შინაარსს მაგალითად როგორიცაა, ”კითხვა მაქვს ?”, ”რა ვქნა ?”, ”ძაან მაგარია”, "სიახლე" და ა.შ.). აზრიანი და ინფორმატიული სახელების დარქმევით უფრო დიდია შანსი თემამ მიიზიდოს ყურადღება;
  • დაუშვებელია სარეკლამო ხასიათის (პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება, ყიდვა/გაყიდვა, შეათავაზება, ძებნა და ა.შ.) თემების და პოსტების გამოქვეყნება. საიტზე რეკლამის განთავსების მსურველებმა მიწერეთ პირადად ადმინისტრატორს;
  • დაუშვებელია ისეთი თემების და პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავენ თავიდანვე მცდარ ინფორმაციას და საიტის მომხმარებლები შეგნებულად შეყავთ შეცდომაში;
  • დაუშვებელია ისეთი თემების და პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავენ არანორმატიულ ლექსიკას, გინებას, უხეშ, უცენზურო ფრაზებს. აგრეთვე აკრძალულია სხვა მომხმარებლების და მესამე მხარეების დამცირება, დაშინება, რასისტული აზრების და უპატივცემულობის გამოხატვა, პირადი შეურაცხყოფა, ეროვნული შუღლის გაღვივება, სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადებები, მოწოდება ძალისმიერი გზით მთავრობის დამხობისა და ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს გაუფრთხილებლად ჩამოერთმევა დაპოსტვის უფლება;
  • დაუშვებელია ისეთი თემების და პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავენ პორნოგრაფიულ ან ძალადობის (და მსგავსი სისაზიზღრე) ამსახველ ნებისმიერი სახის მასალებს. ასეთ შემთხვევში მომხმარებელს სამუდამოდ შეეზღუდება საიტზე შემოსვლა;
  • დაუშვებელია თემაში განხილვის დროს გადახვევა და სხვა საკითხებზე მსჯელობა, თუ გაინტერესებთ რაიმე სხვა საკითხი, შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა უკვე ჩამოთვლილი წესების გათვალისწინებით;
  • დაუშვებელია რეპლიკების და მხოლოდ სმაილიკების დაპოსტვა. თუ რაიმე აზრი გაგაჩნიათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაასაბუთეთ იგი;
  • დაუშვებელია ისეთი პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც არ შეიცავენ აზრს და არ უმატებენ თემას არანაირ აზრობრივ დატვირთვას. ასეთი პოსტები წაიშლება გაფრთხილების გარეშე;
  • დაუშვებელია ისეთი თემების გახსნა, რომლებიც შეიცავენ მიმართვას კონკრეტული მომხმარებლისადმი. ასეთი პირადი საკითხების წარმოქმნის შემთხვევაში, გამოიყენეთ ელ-ფოსტა ან პირადი მიმოწერის სერვისი (PM);
  • დაუშვებელია დაუსაბუთებელი პოსტების კეთება, ”ეს ჯობია”, ”არ მომწონს” და ა.შ. ყოველთვის მოიყვანეთ არგუმენტი თქვენი აზრის სასარგებლოდ;
  • დაუშვებელია პოსტების გაკეთებისას 400x400-ზე დიდი ზომის სურათების გამოყენება, ეს მნიშვნელოვნად ანელებს საიტის მუშაობას. აქ შეგიძლიათ იხილოთ პოსტებში ნორმალური ზომის სურათების დადების საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სურათები დარედაქტირდება ან წაიშლება, რამოდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში კი მომხმარებელს შეეზღუდება დაპოსტვის უფლება;
  • დაუშვებელია ადმინისტრაციის ქმედებათა საიტზე ღიად განხილვა. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით რაიმე გადაწყვეტილებას, ნუ აწყობთ პანიკებს და საერთო გარჩევას. ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელია PM-ს ან ელ-ფოსტის საშუალებით;
  • ახალი თემის გახსნისას, დარწმუნდით რომ ათავსებთ მას შესაბამის განყოფილებაში. აგრეთვე აუცილებლად ნახეთ, ხომ არ არის მსგავსი თემა უკვე გახსნილი - ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Search;
  • ნებისმიერი გარე რესურსიდან ლინკის ან ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს შესაბამისი ინფორმაციის წყარო;
  • როდესაც აკეთებთ ადრე გაკეთებული პოსტის ციტირებას, ამოიღეთ თქვენი პოსტიდან ციტირებული პოსტის სურათი და შეეცადეთ დატოვოთ მხოლოდ მინიმუმი;


ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების და მიზეზის ახსნის გარეშე:
  • შეცვალოს, წაშალოს და ჩაასწოროს მომხმარებლის სახელები, ხელმოწერები და ავატარები
  • შეუზღუდოს მომხმარებელს ახალი თემების ან პოსტების გაკეთების შესაძლებლობა, გააფრთხილოს მომხმარებელი;
  • მომხმარებალს შეეზღუდოს საიტზე შემოსვლა ექაუნთის წაშლის ჩათვლით;
  • წაშალოს, ჩაასწოროს, დახუროს, გადააადგილოს თემა ან პოსტი;

თხოვნა გვექნება ყველასთან, ყურადღებით მოეკიდოთ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს, გაფრთხილებებს და შენიშვნებს, რათა თავიდან ანიცილოთ ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი ზომების გამოყენება.

ყველაფერი სხვა, რაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ იყო აღნიშნული ამ წესებში რჩება ადმინისტრაციის გადასაწყვეტი ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. შესაბამისად აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყოველ ახალ განცხადებას და დაიცავით საიტის წესები.

თუ ვინმეს არ მოგწონთ საიტი, წესები იქნება ეს, აქტიურობა, გაფორმება თუ ნებისმიერი სხვა რამე, შეგიძლიათ აღარ შემოხვიდეთ აქ, შემოსვლას არავის ვაძალებთ და ნებისმიერი უკმაყოფილება შეგიძლიათ შეინახოთ თქვენთვის.

პატივისცემით

Alco.Ge-ს ადმინისტრაცია.