+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 1 (1-დან)

თემა: ლუდი მთის ყოფაში

Share

Threaded View

  1. #1
    Loading… ██████ FresH - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე FresH-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi Beer city
    პოსტები
    88

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 316 385
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    ლუდი მთის ყოფაში



    საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ-გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული.

    საინტერესოა, რომ როცა შუაკაცებით მოჩხუბრები არ რიგდებოდნენ, მაშინ ხატის სახელით დაანამუსებდნენ. მოჩხუბართ ჯვრის კარზე მიიყვანდნენ. დამნაშავეს ლუდით სავსე თასს მისცემდნენ, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ შერიგების ნაბიჯი მას პირველს უნდა გადაედგა, უნდა დაედასტურებინა მოშუღარის მიმართ სიტყვებით "ეს თასი შენი პატივისა იყოს", ეს იმას ნიშნავდა, რომ უკან იხევდა და თავის დანაშაულს აღიარებდა. ასეთი შერიგება ლუდის გარეშე არ შედგებოდა, რაც ამ სასმელის მიმართ კიდევ ერთი დიდი პატივისცემის გამოხატულებად უნდა იქნეს მიჩნეული.

    კიდევ რამდენიმე ტრადიცია, რომელიც პირიქით ხევსურეთში იყო გავრცელებული: სოფ. ახიელში, წინაშუადღის დღესასწაულისას, იმართებოდა გასართობი, სასეირნო სანახაობა - "ქალის მოტაცება". ორ ჯგუფად გაყოფილი სოფლებიდან ერთნი იტაცებდნენ ქალს, ხოლო მეორენი არ ანებებდნენ და იმართებოდა "ხელჩართული ბრძოლა". ამ თეატრალიზირებულ დადგმაში საბოლოოდ ერთი კაცი "იჭრება" და სამკურნალოდ უნიშნავდნენ ლუდის დალევას, ხოლო გატაცებულ ქალს, რომელმაც კარგად შეასრულა თავისი როლი, დიდი პატივით საწდეთი მიართმევდნენ ლუდს. ამ თამაშობაში მონაწილეობას ღებულობდნენ მგლოვიარე ქალებიც, რომლებიც, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, საერთო მხიარულებაში იყვნენ ჩართულნი და მათაც პატივისცემისა და გლოვისაგან ახსნის ნიშნად მიერთმეოდათ ლუდი.

    ინიციაციის უძველესი წესის გამოხატულებას წარმოადგენს ლუდის დალევით ახალგაზრდის სრულფასოვან მამაკაცად აღიარება. ხევსურეთში თოთხმეტი წლის ახალგაზრდას ლუდის დალევის უფლება ჰქონდა. ამ დროიდან იგი "მასმურად" ითვლებოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ლუდის გამოხდის დროს ასეთი ახალგაზრდებიც საერთო მსმელთა სიაში შეეყვანათ და მათზე ჩვეულებრივ ყოფილიყო გათვალისწინებული ლუდი. რაც შეეხება, პატარა ბავშვებს, დღესასწაულის დროს მათაც ასმევდნენ ერთ მომცრო კათხა ლუდს და შუბლზე ნახშირის წასმით დანიშნავდნენ, ხელმეორედ რომ არ ეცადათ დალევა.
    ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"



    თუშეთი, სოფელი დოჭუ. საკოდე ლუდის საფუებელი



    თუშეთი, სოფელი დოჭუ. ლუდის დუღება

    ავტორი :
    პროფესორი ელდარ ნადირაძე
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის
    ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან FresH-ს სასარგებლო პოსტისათვის

    giogi (09-06-2010)

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 8 მომხმარებელი. (0 წევრი და 8 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney