პროვინცია აჩეხის ხელისუფლებამ ქალბატონებს ჯინსის შარვლებით სიარული აუკრძალა, - იუწყება სააგენტო Associated Press.

ქუჩაში შარვლით მოსიარულე ქალბატონებს ორი თვის მანძილზე კაბები დაურიგდებათ, ამისთვის 20 ათასი კაბა უკვე შეიძინეს.

ჯინსის შარვლით ქალის სიარული ხელისუფლებას ძალიან აშფოთებს, რადგან ეს ისლამურ ადათ-წესებს ეწინააღმდეგება.

მათ კი, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება და შარვლით ზედიზედ სამჯერ დააკავებენ, ორი კვირით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამასთან, ადგილობრივ მაღაზიებში ჯინსის შარვლების გაყიდვაც აიკრძალა.