+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 4 (4-დან)

თემა: რა ღირს ვარსკვლავური გაშიშვლება

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 715 324
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    რა ღირს ვარსკვლავური გაშიშვლება



    ჰოლივუდის ნებისმიერი მაღალი დონის მსახიობი ქალის კარიერაში იპოვით როლს, რომლისთვისაც მას კამერის წინ გაშიშვლება მოუხდა. ზოგიერთ მათგანს ეს მრავალმილიონიანი ჰონორარისთვის გაუკეთებია, სხვას - კარიერის წარმატებული სტარტისთვის, ზოგიერთმა კი ეს საქციელი ხელოვნების სიყვარულით ახსნა. ვნახოთ, ვარსკვლავებიდან რომელმა მიიღო შიშველი კადრებით ყველაზე დიდი თანხა.



    დემი მური

    1996 წელს დემი გაშიშვლდა ფილმისთვის “სტრიპტიზი” და მაშინვე კინოკრიტიკოსების რისხვა დაიმსახურა. ამ როლისთვის მსახიობი ნომინირებული იყო ყველაზე “სამარცხვინო” კინემატოგრაფიულ პრემიაზე “ოქროს ჟოლო”. მაყურებელმა კი სულაც დაივიწყა კინოხელოვნება და შიშველი დემის განხილვას შეუდგა: თუ რა მეტისმეტად დაკუნთული ფეხები აქვს, მკერდიც აშკარად სილიკონებით აქვს დატენილი... თვით მსახიობი ყველა ინტერვიუში იფიცებოდა: “რა პლასტიკა? რას ამბობთ? ყველაფერი ნატურალური მაქვს”.
    კამერის წინ დემი დუბლიორის გარეშე, თვითონ იხდიდა. იმისთვის, რომ კადრში შიშველი გამოჩენილიყო, იმ დროისთვის რეკორდული ჰონორარი მიიღო - 12,5 მლნ დოლარი.



    ანჯელინა ჯოლი

    ფილმში “ცდუნება” ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის მაჩო ანტონიო ბანდერასის წინაშე შიშვლდება. მსახიობები კამერის წინ იმდენად დამაჯერებლად თამაშობდნენ ლოგინის სცენას, რომ მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე ბანდერასის ცოლი მელანი გრიფიტი მივარდა და გადაღებების დასრულებამდე აღარ მოსცილებია ქმარს. მაშინ ენჯის ამ სიშიშვლისთვის უშველებელი ჰონორარი არ მიუღია, ჯერ არ იყო იმ მასშტაბის მსახიობი. სამაგიეროდ, “ოქროს ჟოლოს” ნომინაცია მიიღო ცუდი როლის გამო. აი, რამდენიმე წლის მერე კი ტემურ ბეკმამბეტოვთან ფილმში “განსაკუთრებით საშიში” ჯოლის გაშიშვლების საფასურად 15 მლნ დოლარი გადაუხადეს.



    დაიანა კრუგერი

    თავისი ვარსკვლავური როლისთვის ფილმში “ტროა” მსახიობმა თითქმის 10 კილოგრამი მოიმატა. დაიანას არც გახდაზე უთქვამს უარი, რადგან ადრე მოდელი იყო და ამის დიდი გამოცდილება ჰქონდა. “ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს ორლანდო ბლუმის კოცნის დროს, - აღიარა მოგვიანებით დაიანამ, - საერთოდ კი, სასიყვარულო სცენების გადაღება არც ისეთი სახალისოა, როგორც ბევრს ჰგონია. თან ლოგინის გარშემო 100 ადამიანი დგას და გიყურებს”. ზედმეტი წონის გარდა კი დაიანას მილიონ დოლარზე ცოტა ნაკლები ჰონორარი გადაუხადეს. გაცილებით მეტი მიიღო ბრედ პიტმა ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის - 17 მლნ დოლარი. სამაგიეროდ, ამ როლით დაიანას მშვენიერი სტარტი ჰქონდა კინოკარიერაში.



    კეიტ უინსლეტი

    კეიტს არაერთხელ გაუხდია კამერის წინ - “ტიტანიკამდეც” და მას მერეც. თანაც, არა ფულის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების გამო: მსახიობს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მზად არის დიდ ჰონორარებზეც თქვას უარი, თუ როლი არ მოსწონს. მის კარიერაში ერთ-ერთი მთავარი ფილმი, სადაც თავისი სხეულის დემონსტრირებას ახდენს, “ტიტანიკია”. ამ ფილმის შემდეგ კეიტის “ფასმა” 1 მლნ დოლარიდან 5 მლნ-მდე აიწია თითო ფილმში. თუმცა “ტიტანიკში” უფასოდაც კი ითამაშებდა. ამბობენ, ისე მოეწონა სცენარი, ჯეიმს კამერონი ააფეთქა ზარებით, გადამიღეო. არადა, რეჟისორი თურმე ამ როლის შეთავაზებას გვ#### პელტროუსთვის აპირებდა.



    ნიკოლ კიდმანი

    “ოსკარის” მფლობელი ნიკოლ კიდმანი ამას წინათ “ გადაჭარბებულად ანაზღაურებადი მსახიობების” ათეულის სათავეში მოექცა, რომლის ჰონორარი გაცილებით მეტია, ვიდრე ფილმიდან მიღებული შემოსავალი. აღმოჩნდა, რომ კიდმანისთვის გადახდილ ერთ დოლარს ზუსტად ერთი დოლარი მოაქვს ფილმის შემქმნელებისთვის. 2009 წელს მისი ჰონორარი 7 მლნ დოლარი იყო, თან ისე, რომ იმ წლის ფილმებში მსახიობს გახდამაც არ მოუწია და შესაბამისად, სიშიშვლისთვის დამატებითი ანაზღაურება არ მიუღია.



    პენელოპა კრუსი

    ესპანელი ვარსკვლავი ინტელექტუალი რეჟისორების ნებიერაა, რომელიც თურმე ცხოვრებაში ძალიან მორცხვია. ამას წინათ აღიარა, რომ როცა გადასაღებ მოედანზე იცვლის, გარშემო მყოფებს სთხოვს, არ შეხედონ. თუმცა ხელოვნებისთვის მზად არის, სიმორცხვეს სძლიოს და თავისი მშვენება სრულად გამოაჩინოს. მაგალითად, მსახიობი გაშიშვლდა ფილმისთვის “გაახილე თვალები”, ასევე გამოჩნდა გულახდილ სცენაში ფილმში “ელეგია”. მისთვის სარეკორდო თანხა კი 2 მლნ დოლარია, რომელიც მიიღო 2001 წელს ჰოლივუდურ ფილმში “ვანილის ზეცა”.



    შარლიზ ტერონი

    ხალ ფილმში “აალებული ზეგანი” შარლიზი მთლიანად გაშიშვლდა, თუმცა ადრეც გაშიშვლებულა, თუნდაც “ეშმაკის ადვოკატში”. ოღონდაც მაშინ მისი “ფასი” გაცილებით ნაკლები იყო, ახლა კი ქერა ლამაზმანი თითო ფილმში 10 მლნ დოლარს იღებს - ცუდი ნამდვილად არ არის!

    ჰოლივუდის ვარსკვლავების ჰონორარები:

    ჰოლი ბერი - 14 მლნ დოლარი თითო ფილმში
    რიზ უიზერსპუნი - 20 მლნ დოლარია მისი რეკორდი. ახლა მისი ჰონორარი ოდნავ შემცირდა - 14 მლნ დოლარი
    დრიუ ბერიმორი - 10-12 მლნ დოლარი

    ენ ჰეტეუეი - 5 მლნ დოლარი. თუმცა, თუ მის ბოლო წარმატებებს გავითვალისწინებთ, ახლა 8 მლნ-ზე ნაკლებად არ ითამაშებს.

    სანდრა ბალოკი - როცა გაშიშვლდა ფილმში “წინადადება”, 45 წლის მსახიობმა არც ისე მცირე თანხა მიიღო. 2009 წელს მისმა შემოსავლებმა 17 მლნ დოლარი შეადგინა. საშუალოდ ის 10-15 მლნ დოლარს იღებს თითო კინოსურათისთვის.
    სალმა ჰაიეკი - 8 მლნ დოლარი მისი მინიმალური ჰონორარია.

    მიშა ბარტონი - ერთ დროს მაღალანაზღაურებადი მსახიობი ახლა ნაქირავები ბინის ფულსაც ძლივს იხდის. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსახიობს აღარავინ იწვევს კარგ პროექტებში და 200 ათასი დოლარის ოდენობის ჰონორარიც მისთვს დიდი სიხარულია.

    კეიტ ჰადსონი - 7 მლნ დოლარი ფილმში.

  2. #2
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 135 813
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: რა ღირს ვარსკვლავური გაშიშვლება

    ენაცვალოთ ჩემი თავი
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  3. #3
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 715 324
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: რა ღირს ვარსკვლავური გაშიშვლება

    ჰააა შენ რამდენზე გაიხდი ???

  4. #4
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 814 638
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: რა ღირს ვარსკვლავური გაშიშვლება

    100 ლარს გადაუხდი ნებისმიერ მათგან დიდი სიამოვნებით
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. პასუხი: 2
    ბოლო პოსტი: 12-06-2010, 14:48
  2. რა ღირს ქალწულობა საქართველოში?
    დაპოსტა franshiza-მ ფორუმში საინტერესო მოვლენები და ფაქტები
    პასუხი: 0
    ბოლო პოსტი: 07-06-2010, 10:01

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney