+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 3 (3-დან)

თემა: ტოტალიზატორში შეყვარებულთან ერთად

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 715 757
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    ტოტალიზატორში შეყვარებულთან ერთად

    ბოლო დღეების საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურამ, მაღალ წერტილს მიაღწია და ტელეკომპანია “კავკასიაში” განვითარებული მოვლენებიც ამისი დამადასტურებელია. 8 მაისს მთელმა მსოფლიომ ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი აღნიშნა, “დამეგობრებულ” მოსკოვშიც მრავალი ჩვენებური ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩავიდა და ქართული ტელეარხების უმრავლესობიდანაც მათ მიმართ ქილიკის ახალი ტალღაც წამოვიდა.

    ქართველები ყოველთვის განსაკუთრებული პოლიტიზირებულობით გამოვირჩევით. ამის მიუხედავად გავბედავ და შეგახსენებთ – ერთ თვეში ფეხბურთში მსოფლიოს მორიგი პირველობა დაიწყება და ამ თარიღისათვის მზადებას უკვე უნდა შევუდგეთ. ნოღაიდელმა, უგულავამ ან ბურჯანაძემ საკუთარი თავისთავად იკითხონ, სპორტისა და ფეხბურთის თაყვანისმცემლებმა კი “მუნდიალი–2010”-ისათვის უნდა ვიზრუნოთ.

    წინა მსოფლიო ჩემპიონატების “თბილისური ისტორიიდან” მახსოვს, რომ ამ დიდი ღონისძიების ფერხულში, სქესისა და ასაკის მიუხედავად თითოეული ჩვენი თანაქალაქელი იყო ჩართული. არასოდეს დამავიწყდება ნათესავი გოგონა, რომელმაც თავის დროზე კორეის ნაკრებზე თავდაპირველად ორასი ლარი წააგო, შემდეგ კი როდესაც მისმა აზიელმა რჩეულებმა იტალიისა და ესპანეთის გუნდებს აჯობეს, ჯიბე 400 ლარით გაიმდიდრა და პარალელურად, თბილისის ბაზრობებზე კორეის ნაკრების მაისურს ეძებდა. ასევე, რა დამავიწყებს იმ მოხუც ქალბატონსა და მის თორმეტიოდე წლის შვილიშვილ გოგონას, რომლებიც ერთ-ერთ საბუკმეიკერო დაწესებულებაში მექსიკის ნაკრებთან ანგოლას არ წაგებაზე, სიმწრით შეგროვილ ოც ლარს დებდნენ.

    ერთი თვის შემდეგ პოლიტიკა მის უდიდებულესობა ფეხბურთს დაუთმობს ადგილს და მთელი საქართველოს აზარტული ნაწილი ტოტალიზატორებისაკენ მიმავალ გზას დაადგება. ერთ საკითხზე ხშირად მიფიქრია – მიღებულია, რომ საყვარელი მანდილოსანი, მეუღლე ან შეყვარებული კინოში, თეატრში ან ოპერაში უნდა დაპატიჟო. ამ დროს კი, სუსტი სქესის მრავალი წარმომადგენელი ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია. მაღალი ხარისხის საფეხბურთო შეხვედრა კარგ კინოსა თუ სპექტაკლს ნამდვილად არ ჩამოუვარდება და ხომ შეიძლება, რომ საყვარელი ქალი სწორედ რომ ტოტალიზატორში დავპატიჟოთ.

    წინა კვირას მეგობრის თექვსმეტიოდე წლის ბიჭმა ერთი რჩევა მკითხა, შეყვარებული გოგონა მყავს, ფეხბურთი უყვარს, “მაზაობაც” აინტერესებს და მსოფილო ჩემპიონატის დღეებში, თბილისის რომელ საბუკმეიკერო დაწესებულებაში წავიყვანოო? პასუხის გაცემა გამიჭირდა, რადგან ჩვენებური ტოტალიზატორების ძირითადი სტუმრები მამაკაცები არიან, ანუ ის მამრები რომლებიც წაგების შემდეგ გინების ისეთ კორიანტელს აყენებენ, რაც მანდილოსნების ყურებისათვის განკუთვნილი არ არის. იმასაც დავუმატებდი, რომ ამ სახის დაწესებულებების უმეტესობაში გამეფებული სანიტარული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პარალელურად კი, იქაური ჰაერი გურული ღვეზელების, ხაჭაპურების, ლუდის და ჩუმად შეტანილი იაფფასიანი არყის სუნით არის გაჯერებული. სამწუხაროდ სოლიდური და პრესტიჟული ტოტალიზატორები თბილისში კი ფუნქციონერებენ, მაგრამ მათი რიცხვი ნამდვილად მცირეა.

    რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, ერთი ახალი ტოტალიზატორი აღმოვაჩინე და იქაური ატმოსფეროთი ისე მოვიხიბლე, რომ ამ სტატიის დარჩენილ ნაწილში სწორედ მასზე მინდა რომ გესაუბროთ. ამისათვის ორი მიზეზი გამაჩნია. ქართული ტელევიზიები უფასო პოლიტიკური რეკლამებით ისეა გავსებული, რომ თუნდაც ნიკა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამა ბევრად უკეთ შევისწავლე, ვიდრე საკუთარი შვილების სკოლაში მიღებული ნიშნები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ერთი ახლად გახსნილი ტოტალიზატორის ერთჯერადი ქებით დიდ დანაშაულს არ ჩავიდენ.

    მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მრავალი თანაქალაქელი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზადებას უკვე შეუდგა. ეს პროცესი სანდო (წაგების შემთხვევაში რომ არ აორთქლდნენ) ტოტალიზატორის ძიებასა და მის მიერ შემოთავაზებული პროგრამის მრავალფეროვნებაშია. იმედია, რომ ამ წერილით მრავალ თქვენთაგანს კარგად დავაკვალიანებ და ბევრ თავისუფალ დროსაც დავუზოგავ.

    რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე საბუკმეიკერო დაწესებულება “ვივარო ბეთში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი და შესვლისთანავე იმ სასიამოვნო გარემოში ავღმოჩნდი, სადაც შეყვარებულის დაპატიჟებისა ნამდვილად არ შეგრცხვებათ. სისუფთავე, რბილ სავარძლებთან ერთად მოხერხებულად გაწყობილი მაგიდები, საქმიანი ატმოსფერო, ჩინებული ბარი, პროგრამების მრავალფეროვნება... საქმიანი გარემო ვახსენე და, “ვივარობეტში” ხმამაღალ საუბარს ან წაგებით განრისხებული მოთამაშეების უცენზურო გამონათქვამებს ვერ გაიგებთ.

    რა დასამალია და მრავალი ჩვენთაგანის მსგავსად ტოტალიზატორებს ხშირად ვსტუმრობ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება იქ გამოფენილ სპორტულ პროგრამას მივაქციე. აღმოვაჩინე, რომ ტრადიციული ქვეყნების საფეხბურთო პირველობების პარალელურად შეგიძლია საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ჩემპიონატსაც მიხედო. “ეგზოტიკური” ფსონების მოყვარული თუ ბრძანდებით, თქვენს წინ სინგაპურის, ალჟირის, ირანის. იაპონიის პირველი ლიგისა და რუსეთის მეორე დივიზიონის მატჩებიც აღმოჩნდება. მრავალი “მაზავშიკი” უპირატესობას სპორტის სხვა სახეობებსაც ანიჭებს. აი აქ კი ნამდვილი “სამოთხე” გელით.

    გაგიგონიათ საკალათბურთო გუნდები “ვივო ფრანსა” და “ფლამენგო”. ეს კლუბები ბრაზილიის ჩემპიონატში გამოდიან და “ვივარო ბეთი” მათი ურთიერთშეხვედრის შედეგის გამოცნობას გთავაზობთ. ასევე, წავაწყდი რუმინეთის, ხორვატიის, არგენტინის, იაპონიის, სლოვენიის, უნგრეთისა და სლოვაკეთის საკალათბურთო პირველობების შეხვედრებსაც. საკმაოდ მრავალფეროვანია ყინულის ჰოკეის, ხელბურთის, ფრენბურთისა და ჩოგბურთის პროგრამებიც.

    ტოტალიზატორების სტაჟიანი მოთამაშეები ჩემი აღტაცების მიზეზს ალბათ მიმიხვდებიან, რადგან სპორტული ასპარეზობების ასეთი მრავალპროფილიანი პროგრამა თბილისში ჯერ არ შემხვედრია. Dდავუმატებ იმასაც, რომ ერთი ფსონის მინიმალური ღირებულება 25 თეთრია, 30-40 გვერდისაგან შემდგარი პროგრამა კი ორმოცდაათი თეთრი ღირს.

    მაღალ კოეფიციენტებს, სპორტის სახეობების მრავალფეროვნებას, ერთდროულად 40-50 ე. წ. “ლაივ თამაშებს” თავი რომ დავანებოთ, თავად დარბაზში გამეფებულმა სასიამოვნო და საქმიანმა ატმოსფერომ გამაკვირვა. ყველა სტუმარი საკუთარი “საქმით” წყნარად იყო დაკავებული და თვით ანჯელინა ჯოლისთან ერთად რომ დაენახე არავითარ ყურადღებას არ მოგაქცევდნენ.

    გაგეცინებათ და, “ვივარო ბეთში” კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება. მიმაჩნია რომ ნებისმიერი დაწესებულების პრესტიჟულობაზე იქ მდებარე ტუალეტების სისუფთავით უნდა ვიმსჯელოთ. უკვე რამდენჯერმე ნახსენები “ვივარო ბეთი”, ამ მხრივაც გამორჩეულია. მანდილოსნებისათვის და მამაკაცებისათვის ეს “პიკანტური” ადგილები რასაკვირველია ცალ-ცალკეა გამოყოფილი და სხვა ტოტალიზატორებისაგან განსხვავებით მუდამ ღიაა. კაცების განყოფილებაში ასეთი ორიგინალური წარწერაც დამხვდა: “ნუ ეჭიდავები ონკანს. შეუშვირე ონკანს ხელები და წყალი წამოვა”. როდესაც ამ აბრის საქვეყნოდ გამომზეურების მიზეზი ვიკითხე მიპასუხეს, რომ მათი ონკანები ახალი ევროპული სტანდარტების მატარებელია, “ვივაროს” პირველმა სტუმრებმა მისი ამუშავების სისტემას თავი და ბოლო ვერ გაუგეს და რამდენიმე მათგანი დაამტვრიეს. ახალი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად სწორედ რომ ამ სახის განცხადების გამოკიდვა გახდა საჭირო. მართლაც რომ ამერიკაში მეგონა თავი, რადგან ამ სახის ინსტრუქციები სწორედ რომ ამ ქვეყანაში უყვართ.

    ეს იყო რაც ამ ტოტალიზატორში შემთხვევით შესულმა აღმოვაჩინე. ამ დაწესებულებას სხვა მრავალი დადებითიც ექნება, მე კი ის დავწერე რაც ერთი ნახვით შევამჩნიე. ნამდვილად არ მინდა, რომ მავანმა და მავანმა “ვივარო ბეტის” გადამეტებულ რეკლამაში დამდოს ბრალი. თბილისელო მამაკაცებო, 11 ივნისს “მუნდიალი–2010” იხსნება და პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასა და მექსიკას შორის საღამოს 18 საათზე დაიწყება. მოუწყვეთ სიურპრიზი საყვარელ მანდილოსნებს, დაპატიჟეთ ისინი “ვივაროში” და დარწმუნებული ვარ, მართლაც რომ ჩინებულ დროს გაატარებთ. კარგი ფეხბურთი ხომ ისეთივე სანახაობაა, როგორც ჩინებული სპექტაკლი ან პოპულარული მუსიკოსის კონცერტი.

  2. The Following 2 Users Say Thank You to franshiza For This Useful Post:

    Dato (19-05-2010), nalbo (18-05-2010)

  3. #2
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 815 134
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ტოტალიზატორში შეყვარებულთან ერთად

    ვა მალადეც კაი სტატიაა მომეწონა :d , მანდ ადგილების დაჯავშნაც მოსული იქნება ალბათ. იმედია 18+ აქვთ მაგ ტოტალიზატორს მაინც და პატარა ბავშვებს არ შეუშვებენ
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

  4. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან nalbo-ს სასარგებლო პოსტისათვის

    giogi (18-05-2010)

  5. #3
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 757 480
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ტოტალიზატორში შეყვარებულთან ერთად

    ყოჩაღ მაგათ, მაგათ მგრძნობიარე ტუალეტიც ექნებათ

    და წყარო რო მიაწერო უკეთესი იქნება

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney