+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 8 (8-დან)

თემა: ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 726 791
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

    საქართველოში რესტორანი ის ადგილია, სადაც ჩხუბი ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად ასეთი სარესტორნო ჩხუბ-გარჩევები მძიმე შედეგებით მთავრდება და ამას ბოლოდრიონდელი ფაქტებიც ნათლად ცხადჰყოფს.

    რატომ იქცა ქართული რესტორანი ჩხუბის ასპარეზად და რატომ არის სახიფათო ასეთი, ერთი შეხედვით უწყინარი დაწესებულება? ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს, საბოლოოდ კი ყველაფრის მიზეზი მაინც ჩვენს ქართულ მენტალიტეტსა და ხასიათში უნდა ვეძებოთ, ჩვენ ხომ, ყველაფერში ჩვენს „ეროვნულ“ კვალს ვტოვებთ.

    ნათია ბარამიძე. რესტორან „სალხინოს“ ადმინისტრატორი. „მესამე წელია რაც ერთ-ერთ დაცვის სამსახურთან კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ ამან ჩხუბების პრობლემა მაინც ვერ მოხსნა. საკმარისია დავინახოთ, 5-ზე მეტი კაცი ერთ სუფრაზე ქეიფობს, რომ უკვე ვიცით ჩხუბი გარდუვალი იქნება და დაცვას ვთხოვთ ასეთ სახიფათო მაგიდებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთი განსაკუთრებულად ფრთხილი მიდგომა საქმეს მაინც ვერ შველის, რადგან, ვინც პოტენციური მოჩხუბარი ადამიანია ბოლოს მაინც იჩხუბებს, ჩვენ კი ასეთ დროს მისი რესტორნიდან გაძევების მეტი არაფერი დაგვრჩენია. ყველაზე დიდი ჩხუბი ერთი თვის წინ მოხდა, მოჩხუბრებმა ლამის მთელი ჭურჭელი დაგვიმსხვრიეს, პოლიციას გამოვუძახეთ, მაგრამ სანამ პოლიცია მოვიდოდა სკამიც კი, არ დატოვეს მთელი. არადა რომ იცოდეთ როგორი უბრალო რამის გამო იჩხუბეს გაგეცინებათ. ერთ მაგიდაზე მსხდომმა ბიჭებმა მეორე მაგიდის ხალხს სკამი არ დაუთმეს.“

    თბილისში უამრავი ბარი და რესტორანია. სტატისტიკურად თბილისის მოსახლეობის რაოდენობაზე თუ გადავიანგარიშებთ, ქალაქს ამ რესტორნების მესამედიც კი, თავისუფლად უნდა ეყოს, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ თბილისური ბარ-რესტორნები როგორც წესი კლიენეტებით მუდამ სავსეა და ძალიან ძნელია მავანმა უცხოელმა დაიჯეროს, რომ ამ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 2 ასეულამდე ლარს შეადგენს. რესტორნებში ჩხუბებისა გახშირებულ შემთხვევებზე ისტორიებს ქალაქში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოისმენთ, მათ შორის ისეთ ისტორიებსაც, რომელთა დაჯერებაც კი, წარმოუდგენელია. თბილისელების დიდ ნაწილს რესტორანში ყოფნიდან, საჭმელის ხარისხზე და იქ არსებულ გარემოზე მეტად ჩხუბები ამახსოვრდებათ, ყოველ საღამოს ხომ ქართული რესტორანი როგორც წესი გლადიატორთა არენას ემსგავსება ხოლმე.

    გიორგი გვარამია. 21 წლის სტუდენტი. „ამ ზამთარს მცხეთის რესტორანში მე და ჩემი 2 ძმაკაცი ისე მაგრად გვცემეს, რომ თუ გადავრჩებოდით არ მეგონა. გოგონებთან ერთად ვიყავით, ჩვენთვის წყნარად ვისხედით. ამ დროს ვიღაც 2 მეტრიანი მუტრუკი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, რომელიც ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა. მოვიდა და ეკას, ჩვენს მეგობარ გოგოს სთხოვა მეცეკვეო, ეკა ჯერ ისე არ ცეკვავს და ვიღაც მთვრალ მუტრუკს რატომ ეცეკვებოდა?! უარი რომ გაიგო ის ტიპი ისე გამწარდა, რომ ეკას დედა შეაგინა, ჩვენ ეს უკვე ვეღარ მოვითმინეთ და წამოვხტით. ამ დროს იმ მუტრუკის ძმაკაცები მოვარდნენ და ისეთი ჩხუბი დაიწყო, ცოცხალი როგორ გადავრჩი მართლა მიკვირს. კიდევ კარგი რესტორნის დაცვა ჩაერია, თორემ ნაღდად მოგვკლავდნენ!“

    ბოლო დროს გახშირებული რესტორანში მომხდარი ჩხუბებიდან გამოსარჩევია ერთი შემთხვევა, რომელიც გლდანში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. რესტორნის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ახლაც შიშით იხსენებს ამ ამბავს. რესტორანში დაწყებულმა ჩხუბმა თურმე ქუჩაშიც გადაინაცვლა და შუა ქუჩაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი ერთმანეთს იარაღის სროლით ისე დასდევდა შეუძლებელია 50-იანი წლების ნეაპოლის ასოციაცია არ გაგჩენოდათ. ამ რესტორნის ერთ-ერთი ოფიციანტი ლალი პატარავა საუბარზე იმ პირობით დაგვთანხმდა, თუკი ამ რესტორნის სახელს არ გავამხელდით. მისი თქმით აღნიშნულმა ინციდენტმა რესტორანს იმიჯი ისედაც შეულახა და მას არ სურს კიდევ უარესი ქნას.

    ლალი პატარავა. „ნებისმიერ კლიენტს ერთს შევხედავ და შემიძლია გითხრათ რა ჯურის ადამიანია. ისინი არც კრიმინალებს ჰგავდნენ და არც პოლიციელებს, ძალიან უბრალო ტიპების გარეგნობა ჰქონდათ და სანამ არ დათვრნენ ხმამაღალი სიტყვაც კი არ გაგვიგონია მათი სუფრიდან. როცა დათვრნენ რაღაცაზე შელაპარაკება მოუვიდათ, ერთმა იარაღიც ამოიღო, მაგრამ დანარჩენებმა ისევ უკან ჩაადებინეს. მეგონა ამით მოგვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ მოულოდნელად წამოხტნენ და დაიწყეს ერთმანეთზე გაწევ-გამოწევა, მერე რამდენიმემ იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო, ხალხმა წივილ-კივილი ასტეხა რამაც დააფრთხო მოჩხუბრები და გარეთ გაცვივდნენ. ამ დროს ერთ-ერთი მოჩხუბარი უკვე დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. გარეთ რომ გავიდნენ ჩხუბი და სროლა იქაც გაგრძელდა ჩვენ კარებები ჩავკეტეთ და შიგნიდან ვუთვალთვალებდით რა მოხდებოდა. სროლის დროს კიდევ ერთი მოჩხუბარი დაიჭრა, რომელიც სასწრაფოდ მანქანაში ჩასვეს, ამ დროს ერთმანეთს ისევ ესროდნენ, მერე ეს მანქანა როცა წავიდა დანარჩენები მეორე მანქანაში ჩასხდნენ და უკან მოჰყვნენ. ამის მერე რა მოხდა არც ვიცი და არც მაინტერესებს, რამდენიმე დღე ყველანი შოკში ვიყავით“.

    ცალკე საკითხია ის პრობლემა, რომ საქართველოში გაუფორმებელი იარაღი უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ყველა ასეთი ადამიანი რესტორანში დათრობის შემდეგ საზოგადოებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ზოგიერთ რესტორანს კი, აქვს ე.წ. „ფეის კონტროლი“, მაგრამ ასეთი რესტორნების რიცხვი ძალიან მცირეა და როგორც სხვადასხვა რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, ასეთი ტიპის შეზღუდვები ხშირად კლიენტს აფრთხობს და ზედმეტად თავის ატკივება რაკი არავის სურს ყველას ურჩევნია ისეთ რესტორანს მიაშუროს, სადაც შესასვლელთან ჯიბეებში ქექვას არ დაუწყებენ.

    ზაზა ლავრელაშვილი რესტორან „მესხეთის“ თანამშრომელი. „რესტორნებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა გაჩაღებული და დღეს მართლაც ძნელია მუდმივი კლიენტების გადმობირება. კლიენტი მხოლოდ საჭმელებითა და ინტერიერით კი არ უნდა მოხიბლო, უნდა შეუქმნა ისეთი ატმოსფერო სადაც დაისვენებს და ყოველგვარ პრობლემებს დაივიწყებს. მხოლოდ ამის შემდეგ მოვა ის კლიენტი მეორედ და მესამედ. როცა კლიენტს რესტორნის შესასვლელშივე ვიღაცეები ჩხრეკენ და აიძულებენ „ფეის კონტროლი“ გაიაროს, დიდი შანსია, რომ ის იმ რესტორანში მეორედ აღარ მივიდეს. სწორედ ამის გამოა, რომ ბევრი რესტორანი თავს იკავებს შემოწმების სისტემის დანერგვაზე, თორემ ამაზე იოლი არაფერი არ არის“.

    ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ქართულ რესტორნებში ჩხუბების პრობლემას ქართველ მამაკაცებში არსებულ დაუხარჯავ სექსუალურ ენერგიას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ რესტორანში ჩხუბით ქართველი კაცი თავის თავის გამოხატვას ცდილობს, და ბევრისათვის ჩხუბი ვაჟკაცობას და „არაგიომობას“ ნიშნავს.

    გაგა ნიჟარაძე ფსიქოლოგი „ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში რესტორნის ჩხუბების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს კომუნისტების დროს იყო. ქართულ რესტორანში ჩხუბით მუდამ ჩხუბობდნენ, მაგრამ ახლა იარაღი ძალიან ბევრს აქვს და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ასეთი გარჩევები ხშირად ტრაგიკულად მთავრდება. ქართველი მამაკაცები რესტორნებში ძირითადად ქალის გამო ჩხუბობენ, რაც ცხადჰყოფს იმას, რომ დაუხარჯავ სექსუალურ ენერგიას როგორც წესი აგრესია ცვლის.

    გარდა ამისა არის შურის მომენტებიც, ყველა ქართველ კაცს მიაჩნია, რომ ის არავისზე ნაკლები არ არის და სხვაზე მეტად იმსახურებს ლამაზ ქალთან ყოფნას და ჰგონია, რომ ქალის მოპოვება ჩხუბით შეიძლება. ამის გარდა ბევრს აქვს იმის კომპლექსი, რომ საკუთარი ქცევების გამო გიომად არ ჩათვალონ და გაფაციცებული აკვირდება სხვები რა თვალით უყურებენ, დათრობის შემდეგ კი, უმძაფრდება ეს ეჭვი და თავის თავის გამოხატვას და არაგოიმობის, ვაჟკაცობის, დამტკიცებას ჩხუბით ცდილობს. საქართველოში რესტორნის ჩხუბების ცუდი ტრადიციის აღმოფხვრა საბერძნეთის გამოცდილებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ.

    საბერძნეთში 60-იან წლებამდე ეს პრობლემა სერიოზულად არსებობდა, რამაც ამ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახადა მიეღო კანონი რომლის მიხედვით, რესტორანში მოჩხუბართაგან ის ვინც პირველი ხელს დაარტყავს ეგრევე იჭერენ და საკმაოდ დიდ ფულადი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ციხეშიც კარგა ხანს აყურყუტებენ. საბერძნეთში ამ კანონმა გაამართლა და დღეს იქაურ რესტორნებში მოჩხუბრები მაქსიმუმ ერთმანეთის გინებით თუ შემოიფარგლებიან“.

    „აბა ის რა ქეიფი იყო, ვსვით, დავთვერით და ვერ ვიჩხუბეთ“ ეს ფრაზა საქართველოში უფრო და უფრო ხშირად გვესმის. უმეტესობა რა თქმა უნდა ასეთ რამეს ხუმრობით ამბობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც, სუფრა და ქეიფი ჩხუბის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. მათი უმრავლესობა ცხოვრებაში მშვიდი და ბუნჩულა ადამიანია, მაგრამ ღვინო ადამიანის სახეს აკარგვინებს და თუკი რესტორანში „სანატრელი“ ჩხუბი ვერ შეძლეს, ოჯახი და ცოლი სად გაექცევა?! ცოლის ცემა, ხომ ბევრი ბევრისათვის დიდ დანაშაულად სულაც არ ითვლება…

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან franshiza-ს სასარგებლო პოსტისათვის

    FresH (30-04-2010)

  3. #2
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 36 [?]
    გამოცდილება: 827 783
    შემდეგი დონე: 1 000 000

    რეპუტაცია
    10

    ეს რომელ წელში დაწერილი სტატიაა??? ან ვისი დაწერილია??? წყარო დაიდოს
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

  4. #3
    Loading… ██████ FresH - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე FresH-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi Beer city
    პოსტები
    88

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 313 415
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    თუ გვსურს, რომ საქართველოში არსებული მავნე ტრადიციები ნათლად დავინახოთ და გავაანალიზოთ, ამ ყველაფერს რიგითი უცხოელის უნდა შევხედოთ. სტერილური ობიექტურობის ფორმულა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მავნე და მახინჯ ჩვეულებებს არა მხოლოდ ძველ დროში, ჩვენს ეპოქაშიც უხვად წააწყდებით.

    მემთვრალეობა

    არის შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ ბევრ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19-ე საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. ღვინოს საქართველოს მუსლიმანი მეფეებიც კი სვამდნენ (მაგალითად: როსტომ ხანი, დავით ულუ და სხვები), მაგრამ მეფის მემთვრალეობასაც კი ვერ გუობდა ქართული საზოგადოება. დღეს, ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია.


    სუფრაზე ჩხუბები

    ქართული სუფრისათვის ლამაზი სადღეგრძელოების გარდა კარგა გვარიანი ჩხუბებიცაა დამახასიათებელი. გამოთქმაცაა ასეთი - "ოცკაციან სუფრაზე ასკაციანი ჩხუბი გარდუვალიაო". ან კიდევ: "ცუდი ქორწილი იყო, ჩხუბი არ ყოფილაო". ჩხუბი და აყალმაყალი - ისეთი ფენომენია, რომ ზოგიერთის თვალში თავის ლაზათს ანიჭებს ქართულ სუფრას. არადა, ვითომ მართლაც არის ამ ფენომენში რაიმე ისეთი, ლამაზი და განსაკუთრებული?

    ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წარსულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.

    ჩვენს ქვეყანაში ქელეხისა და ქორწილის სუფრებიც განსაკუთრებული ვიცით, დაწყებული სადღეგრძელოებითა და დამთავრებული მილოცვა-შესანდობრების მახვილსიტყვაობით. მაგრამ ქართველი რისი ქართველი იქნება, სუფრაზე ჩხუბის ამტეხი ან გამართული მუშტისკვეთების მსხვერპლი რომ არ გახდეს?! თუკი ქართულ სუფრასთან სადაც 10 კაცზე მეტი ზის, ჩხუბი ყოველ წუთშია მოსალოდნელი და ბევრი ისე შეეჩვია ამ ქართულ მარაზმს, რომ აღარც კი მოსწონთ ისეთი სუფრები, სადაც ყველაფერი მშვიდად, ე.ი. მოსაწყენად მთავრდება.

    ერთი ძველი ლეგენდა ძალიან ზუსტად და სანიმუშოდ მოგვითხრობს სუფრაზე ჩხუბის ქართული ფენომენის შესახებ. ლომისის ხატობის დღეობაზე მოხუცმა მამამ თავისი ორი ვაჟიშვილი გააგზავნა და თან დაარიგა: "წადით და ისე არ დაბრუნდეთ, რომ არ იჩხუბოთ, ლომისობას ჩხუბის გარეშე ფასი არა აქვს"-ო. შვილები, როგორც ჩანს, ძაან მშვიდობისმოყვარე ადამიანები იყვნენ და ხატობაზე გაწევ-გამოწევას ქეიფი და სიმღერა არჩიეს. როდესაც ძმები სახლში დაბრუნდნენ, მამამ პირველად რაც ჰკითხა ის იყო, დღეობაზე თუ იჩხუბეთო? და როდესაც შვილებისაგან უარყოფითი პასუხი მიიღო, ძალიან გაბრაზდა და ასეთი რაღაც მოიფიქრა. ჭერიდან ჩამოხსნა ხის სადღვებელა, რაშიც ქალები კარაქს აყენებენ, ჩამოიკიდა ზურგზე და სოფელში გავიდა. მთაში ძალიან დიდ სირცხვილად ითვლება თუკი კაცი ქალის ხელსაქმეს აკეთებს. როდესაც თანასოფლელებმა სადღვებელაჩამოკიდებული კაცი დაინახეს, დაცინვა და ქვების სროლა დაუწყეს, რაც, რასაკვირველია ვერ მოითმინეს ამ კაცის შვილებმა და მამის შეურაცმყოფლებს დიდი ჩხუბი გაუმართეს. მამასაც სწორედ ეს უნდოდა და საბოლოოდ მაინც აისრულა საწადელი, მისმა შვილებმა დღეობაზე მაინც იჩხუბეს!

    ამ ერთი ლეგენდასავით ამბიდანაც ჩანს სუფრა და ჩხუბი თუ როგორი განუყოფელი ცნებებია ქართველებისათვის. ხოლო როდესაც ადამიანს ჩხუბი უნდა, მიზეზს რა გამოულევს? "ჭიქა ბოლომდე რატომ არ დალიე?!" "ჩემს ცოლს ცუდად ნუ უყურებ..." "კუთხე-კუნჭულებიის სადღეგრძელო იმერეთით რატომ დაიწყე?!" "არაყი არ დალიო, ღვინო დალიე ბიჭო!" ასეთი და ამის მსგავსი სულელური მიზეზებით დაწყებული შეკამათებები ხშირად ძალინ ცუდი შედეგებით დასრულებულა და რა მოსთვლის "ტკბილ" ქართულ სუფრაზე დაჭრილ-მოკლულების რიცხვს..

    მალხაზ კეკელიძე, მძღოლი: "მახსოვს რამდენიმე წლის წინ ჩემი ნაცნობი ერთი ახალგაზრდა ბიჭი სამაყით ყვებოდა სადღაც, რესტორანში ქეიფისას, როგორ "აუხიპიშდნენ" რესტორანში მყოფ იაპონელ ტურისტებს და როგორ "მიუჩექმეს სიფათები". მისმა ან ნაამბობმა. რაღა დაგიმელოთ და. ძალიან მომიშალა ნერვები და იაპონელების ცემით მოამაყეს პირში მივახალე. "კაცს საქართველო შეგირცხვენია და რა გიხარია" მეთქი. იმანაც იხტიბარი არ გაიტეხა და ჯიბრიანად მითხრა:"არა ბიჭო. და იმ წვრილთვალებებს ვაბლატავებდი ჩემს ქალაქში"-ო. ვფიქრობ, რომ ამის მერე კომენტარიც კი ზედმეტია."

    ქართულ სუფრებზე მომხდარი ჩხუბის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მანდილოსნები ხდებიან მათგან დამოუკიდებლად. როდესაც "ნაღდი ქართველი ვაჟკაცი" დათვრება და "მეორე სუნთქვა ეხსნება", უმალ იწყებს შორსმჭვრეტი მზერის გარშემო გადავლებას. ამის მერე კი უკვე ყველას მოგეხსენებათ რაც იწყება "ამ გოგოს არ ეცეკვო, ჩემი ბიძაშვილის ნათლულის დაა", "ჩემს ქალს შეეშვი" და ასეთი რაღაცეები. მერე კი კარგი გემრიელი ჩხუბიც გამოცხვება ხოლმე.

    სუფრაზე ჩხუბების ასევე ერთ-ერთი მიზეზია საქართველოს კუთხეებს ტრადიციული, მათ შორის სუფრის ტრადიციებს შორის განსხვავებები. გურულს იმერელი თანამესუფრის სადღეგრძელო არ მოსწონს, ქართლელს მეგრელის, რაჭველს კახელის და იწყება კამათი ნაღდი ქართული სადღეგრძელო-შესანდობრები, არა ჩემს კუთხეში იციან და არა ჩემსაშიო... მერე კი ყველაფერი ჩხუბით, ჩხუბით და ისევ ჩხუბით მთავრდება.....

  5. #4
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 769 268
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

    არ მჯერა არ არსებობს, მაგრამ თენგო გაჩეჩილაძესთან ერთად რო დალევ იქ სხვას შეიძლება არა მარა თვითონ მაინც გაცემინებს თავს

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

  6. #5
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 153 936
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

    აუ ეს რა იყო გუშინ
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  7. #6
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 726 791
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

    ისე მინდა ეგ რომ სვავს, მერე გვერდები ექავება ხოლმე

  8. #7
    Super Moderator irakli - სურს გახდეს სახელგანთქმული irakli-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    32
    პოსტები
    87

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 308 443
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

    აუ თენგო აქაც რო ახსენეს =)) მე მეორე დღე მიყვარს, რო მეკითხევა რა მოხდაო, და რაც იყო და არ იყო ყველაფერს რო ვუყვები :გაპ:

  9. #8
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 769 268
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    პასუხი: ცემა-ტყეპა ქართულ რესტორნებში

    პასუხი დაპოსტილია irakli-ს მიერ პოსტის ნახვა
    აუ თენგო აქაც რო ახსენეს =)) მე მეორე დღე მიყვარს, რო მეკითხევა რა მოხდაო, და რაც იყო და არ იყო ყველაფერს რო ვუყვები :გაპ:

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. ცემა-ტყეპა ქუთაისურად
    დაპოსტა franshiza-მ ფორუმში სპორტი
    პასუხი: 1
    ბოლო პოსტი: 04-10-2010, 23:19
  2. რა მივაყოლოთ ქართულ ღვინოს – “ღვინის კლუბის” რჩევები
    დაპოსტა franshiza-მ ფორუმში ალკოჰოლური სასმელები
    პასუხი: 1
    ბოლო პოსტი: 28-04-2010, 18:03
  3. ქართულ სიტყვათა ლექსიკონი
    დაპოსტა giogi-მ ფორუმში იუმორი
    პასუხი: 11
    ბოლო პოსტი: 12-04-2010, 16:15

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney