Alco.Ge-ზე სურათების განსათავსებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საიტი: http://pix.ge/
(შეგიძლიათ სხვა საიტებიც გამოიყენოთ, თუმცა რასაც ვიყენებ იმას ვწერ).

1. ვაჭერთ ღილაკს 'ფაილების დამატება';

2. ვირჩევთ ასატვირთ სურათს (შესაძლებელია ერთდროულად 10 სურათამდე მონიშვნა) კომპიუტერიდან;

3. 'პარამეტრების მითითება'-ში ვირჩევთ დამატებით ფუნქციებს, თუმცა ამ ფუნქციების მონიშვნა არაა სავალდებულო;

4. დავაჭიროთ "სურათების ატვირთვა"-ს და ველოდებით, სანამ არ დაიწერება 'ატვირთვა დასრულებულია'
;

5. Alco.Ge-`ს პოსტში სურათის ჩასასმელად, ვაკოპირებთ შესაბამის კოდს Pix.ge-დან პოსტში:

* სურათის კოდები, პირდაპირი ბმული ფაილზე - თუ ავიღებთ ამ კოდს, მაშინ მარჯვნიდან და მარცხნიდან უნდა მივუწეროთ img ისევე როგორც მითითებულია აქ:
[img]http://a.pix.ge/g/s3djb.jpg[/img ] ასეთ შემთხვევაში სურათი პოსტში გამოჩნდება სრული ზომით;

* სურათის კოდები,
BB კოდი ფორუმისათვის - ამ კოდს პირდაპირ ვაკოპირებთ პოსტში და სურათიგამოჩნდება პოსტში სრული ზომით;

* ესკიზის კოდები,
BB კოდი ფორუმისათვის, ამ კოდის დაკოპირებით, პოსტში გამოჩნდება სურათის შემცირებული ვარიანტი (Thumbnail).