ლუდის მწარმოებელმა მსოფლიო გიგანტმა Anheauser-Busch -კუ სოჯუმ (Ku Soju) გამოუშვა ახალი სასმელი - როგორც ამბობენ, დამზადებული 1300 წლის წინანდელი კორეული რეცეპტით. ამ ისტორიული ლუდის საწარმოებლად Anheuser-Busch-მა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია Ku Soju Inc-თან. მიუხედავად ასეთი ხმამაღალი განცხადებისა და ხელშეკრულებისა, E-Generator-ის მტკიცებით, ამ მომხიბლავი ბრენდის უკან მხოლოდ კარტოფილის სუსტი არაყი იმალება.
მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ ამ პროდუქტს თავისი მომხმარებელი ეყოლება და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. კუ სოჯუს პრეზიდენტის ნორმან სუს (Norman Suh) აზრით, ამ სასმელს ყველა მახლობელ კონკურენტზე - Grey Goose, Belvedere, Chopin - უკეთესი გემო აქვს. თავდაპირველად მწარმოებლები Ku Soju-ს არაყს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 24 გრადუსიანია და სამჯერ ნაკლებკალორიული. თუმცა გასაღების თვალსაზრისით სასმელს უპირატესობა აქვს - მისი გაყიდვა შესაძლებელია იმ მაღაზიებშიც, რომლებსაც აქვთ ლიცენზია "24 გრადუსამდე", ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს კალიფორნიასა და ნიუ-იორკში.
ერთ-ერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ "კლასიკური რეცეპტების გაცოცხლების" მეთოდი თანდათან უფრო პოპულარული და ეფექტური ხდება წარმოებაში.

By Fresh