გადაწყდა, საბერძნეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებთა მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა დღეს პირეოსის “გეორგიოს კარაისკაკისის” სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.