+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 3 (3-დან)

თემა: ბუენოს-აირესში მარადონას ძეგლს დაუდგამენ

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 727 631
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    ბუენოს-აირესში მარადონას ძეგლს დაუდგამენ

    არგენტინის დედაქალაქის პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომელიც ბუენოს-აირესის სამხრეთ ნაწილში ფეხბურთის მსოფლიო დონის ვარსკვლავისა და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის დიეგო მარადონას ძეგლის დადგმას ითვალისწინებს, იტყობინება ადგილობრივი სიანფორმაციო საშუალება Infobae.

    ინიციატივის ავტორი ხუან კაბანდიეა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პერონისტული პარტიის პროპრეზიდენტულ ფრაქციას ხელმძღვანელობს. ძეგლის დადგმას პუენტე-ლა-ნორიას რაიონში აპირებენ, იმ კვარტალთან ახლოს, სადაც 1960 წლის 30 ოქტომბერს ცნობილი ფეხბურთელი დაიბადა.

    "მარადონა სოციალურ ფენომენად იქცა, არგენტინის ეროვნული კულტურის ხატად... თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით, რიგითი ადამიანისთვის დამახასიათებელი შეცდომებით, დიეგომ ბედის უკუღმართობის დამარცხება შეძლო. ის სიმტკიცისა და მებრძოლი სულის განსახიერებაა", - აცხადებს კაბანდიე.

    მისი აზრით, უბრალო ადამიანები მარადონაში არა მხოლოდ სპორტულ მიღწევებს ხედავენ, არამედ მის სხვა დამსახურებებსაც.

    "დიეგო ყოველთვის ანტიიმპერიალისტი და დაჩაგრულთა ქომაგი იყო, რომლებიც მასში თავიანთი იმედების გამართლებას ხედავდნენ", - აღნიშნავს კაბანდიე.

    მისი თქმით, საკუთარი კერპისადმი ერის სიყვარული კიდევ ერთხელ მაშინ დადასტურდა, როდესაც გასულ კვირას, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიასთან არგენტინის ნაკრების დამარცხებისა, ათასობით გულშემატკივარი არგენტინის ნაკრებსა და მის მწვრთნელს ბუენოს-აირესის აეროპორტში ოვაციებით დახვდა. არგენტინის ლიდერმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა მარადონა და ქვეყნის ნაკრები პრეზიდენტის სასახლეში დიდი პატივით მიიღო.

    გერმანიასთან დამარცხების შემდეგ მარადონამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა, მისი გარემოცვის წევრების მოწმობით, არ არის გამორიცხული, რომ მან გადაიფიქროს.

    არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა ხულიო გრონდონამ განაცხადა, რომ "ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილებას მხოლოდ მარადონა მიიღებს".

  2. #2
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 770 165
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    ძეგლი რო ედგეს, დემონტაჟი უნდა გაუკეთონ იმის მერე რაც მოხდა

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

  3. #3
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 36 [?]
    გამოცდილება: 828 746
    შემდეგი დონე: 1 000 000

    რეპუტაცია
    10

    vamos! España
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. დიეგო მარადონას კომპანიას ლუსიანა სალასარი გაუწევს
    დაპოსტა franshiza-მ ფორუმში მსოფლიოს ირგვლივ
    პასუხი: 3
    ბოლო პოსტი: 10-06-2010, 13:47

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney