BBC News Magazine-მა იმ ათი ფილმის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა ყურების დროს მამაკაცები ტირიან.

გამომცემლობამ რეიტინგი ტელემაყურებელთა გამოკითხვის შედეგად შეადგინა. რეიტინგის შედგენის იდეა ფილმის "სათამაშოების ისტორია 3"-ის განხილვის დროს გაჩნდა.

1. "ბეჭდების მბრძანებელი - მეფის დაბრუნება" - ფილმის ფინალური სცენის ყურების დროს, როდესაც მისი გმირები ერთმანეთს ეთხოვებიან, მამაკაცები ხშირად ტირიან.

2. "გაქცევა შოუშენკიდან" დიდ შთაბეჭდიულება ახდენს ახალგაზრდა მამრობით სქესზე - მათ ცხოვრებაში ისეთივე ერთგული მეგობრის ყოლა სურთ, როგორიც ამ ფილმშია ნაჩვენები.

3. მულტფილმი "ზემოთ" - მისი ყურების დროს, ცრემლების შეკავება ძლიერ სქესსაც უჭირს.

4. "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" - თავისი ტრაგიკული დასასრულით მამაკაცებში დიდ ემოციას იწვევს.

5. "მარლი და მე" - ზოგიერთ მამაკაცს ამ ფილმის გახსენების დროსაც კი თვალზე ცრემლი ადგება. ფილმი ძაღლის ისტორიას მოგვითხრობს.

6. "ჩემპიონის" ყურების დროს თურმე კინოთეატრის მთელი დარბაზი ტიროდა. დარბაზი ახალგაზრდა ჯარისკაცებით იყო სავსე.

7. "ჩანაწერების წიგნმა" არაერთ მამაკაცს ქვითინი აიძულა.

8. "ბეიბი" დიდ ბრიტანეთის მამაკაცებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

9. "მისი ოცნების ველი" - ეს არის ფილმი, რომლის ყურებაც მამაკაცებს არასდროს ბეზრდებათ.

10. ფილმი "ცეცხლოვანი ეტლები" ასაკოვან მამაკაცებსაც კი ჩამოუგორებს ლოყაზე ცრემლს.