ჟორდანია: “ამ სეზონში ჩვენი მიზანი 8 საუკეთესოს შორის მოხვედრაა”


ჰოლანდიური “ვიტესის” ქართველმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ELFvoetbal.nl-სთან საუბრისას გაამხილა, რომ დეკემბერში 3-4 ახალ ფეხბურთელს შეიძენს ევროპის ტოპ-ჩემპიონატის კლუბებიდან. სახელ-გვარები არ გაუმხელია, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, მათ შორის, ჟორდანია კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს უმიზნებს. “ვიტესის” ბოსი ჰოლანდიის ძლიერი კლუბებიდანაც აპირებს შევსებას. “ახალი წლიდან სულ სხვა გუნდი გვეყოლება. ამ სეზონში ჩვენი მიზანი 8 საუკეთესოს შორის მოხვედრაა, თუმცა, ხუთეულში შესვლაც შესაძლებელია”. ჟორდანიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კლუბის სიძლიერე მხოლოდ ფულის ხარჯვაში არ გამოიხატება - მთავარი საჭირო ფეხბურთელების მიყვანა, კონტიგენტის აწყობა და სწორი მუშაობააო. “მაგალითად, “მანჩესტერ სიტის” ვინც მოუნდა, ყველა იყიდა. შედეგი? “მანჩესტერ სიტი” ვერასოდეს გახდება ინგლისის ჩემპიონი”.
და კიდევ, “ვიტესის” ორ ქართველ ფეხბურთელზე: გეცოდინებათ, გიორგი ჭანტურიას 2011 წლის 11 აპრილამდე (ანუ, სანამ 18 წლის არ გახდება) არ შეუძლია ერედივიზიონში თამაში, გურამ კაშია კი, ჰოლანდიაში სამუშაო ვიზას ელის და ამიტომაც გამოტოვა “ჰერენვენთან” გუშინდელი მატჩი



წყარო: worldsport.ge