“ძნელი მატჩი იქნება. ვიცით, რომ საბერძნეთი ფავორიტია, მაგრამ აქ საუკეთესო შედეგის მისაღწევად ჩამოვედით. რა პლუსი გვაქვს? გუნდი საბრძოლოდაა განწყობილი და ტრავმა არავის აწუხებს. დანარჩენს თამაშისას ვნახავთ” – sportnet.gr-ის ცნობით, ასეთი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას მოკლე კომენტარი საბერძნეთში ჩასვლისას.
გეცოდინებათ, ჩვენები სამი დღე კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ვარჯიშობდნენ და 2 სექტემბერს შუადღისას ჩავიდნენ საბერძნეთში. აეროპორტში ბერძენი ჟურნალისტებიც დახვდათ, მაგრამ ქეცბაიას მეტი ვერაფერი წამოაცდევინეს. იყო ტრადიციული კითხვა შანსებზე და კიდევ, სავარაუდო შემადგენლობაზე, თუმცა პასუხი იდენტური იყო – “ხვალ ვნახავთ”.
ბერძნული გამოცემა წერს, აეროპორტში ქართველ ფეხბურთელებსაც ვერ დაველაპარაკეთ – დაღლილები ვართ და კომენტარები მერე იყოსო. ჩვენები სასტუმრო “ლედრა მერიოტში” დაბინავდნენ.
საღამოს 20:45 საათზე (თბილისის დროით) ქართველებმა პირეოსის “გეორგიოს კარაისკაკისზე” ივარჯიშეს, რომელიც ღია იყო.
“მსოფლიო სპორტი” პირეოსში დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშე ლაშა დვალიშვილს:
“დღეს ჩამოვედით კვიპროსიდან, სასტუმროს მივაშურეთ და რამდენიმე საათში სტადიონზე წამოვიდა გუნდი ვარჯიშზე. რამდენიმე ბერძენი ჟურნალისტი უყურებს ვარჯიშს, გულშემატკივრები კი არ შეგვინიშნავს. ამინდი მშვენიერია: შუადღისას ცხელოდა, მაგრამ საღამოს სიგრილეა”.
შეხსენებისთვის, მატჩი 3 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. არბიტრი ესპანელი კარლოს კლოს გომესი იქნება, რომელსაც არც საბერძნეთის და არც საქართველოს ნაკრებების თუ კლუბების შეხვედრა არასოდეს უმსაჯია.



ურთიერთშეხვედრები
5 მატჩი (5 წაგება, ბურთების შეფარდება 3:11)
იანინა. 8 მაისი, 1996. სტადიონი PAC. 30000 მაყურებელი.
საბერძნეთი - საქართველო 2:1 (0:1) ამხანაგური მატჩი
საბერძნეთი: ატმაციდისი (46, მიხოპულოსი), აპოსტოლაკისი (46, კონსტანტინიდისი), კასაპისი (46, ვრიზასი), უზუნიდისი, კალიცაკისი, ნიკოლაიდისი, ზაგორაკისი, ალექსანდისი, გეორგიადისი, ცარტასი (46, ბატისტა, 59, ნასიოპულოსი), დონისი (46, ფრაძეკოსი).
საქართველო: ზოიძე (22, ტოგონიძე), ღუდუშაური (46, დემეტრაძე), ლობჟანიძე, კუდინოვი, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე, რ. არველაძე, ქეცბაია (კაპ), გოგრიჭიანი (55, გუჩუა), შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
გაფრთხილებები: ქეცბაია (25), ლობჟანიძე (32), აპოსტოლაკისი (36), ტოგონიძე (70), გუჩუა (78), კონსტანტინიდისი (80).
გოლები: 0:1 გოგრიჭიანი (15), 1:1 ნიკოლაიდისი (67), 2:1 ნიკოლაიდისი (88).
მსაჯები: ლ. ზულფო, პ. ბრაშა, პ. ლაკარიჯი (ალბანეთი).


ათენი. 14 ოქტომბერი, 1998. ”სპიროს ლუისი”. 15000 მაყურებელი.
საბერძნეთი - საქართველო 3:0 (3:0) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საბერძნეთი: ატმაციდისი, დაბიზასი, უზუნიდისი, მარკოსი, კალიცაკისი, პურსანიდისი, ზაგორაკისი, ფრანცესკოსი (75, ცარტასი), მახლასი (84, მავროგენიდისი), ლიბეროპულოსი (68, იანაკოპულოსი), ფისასი.
მთავარი მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ.
საქართველო: ტოგონიძე, კალაძე, კობიაშვილი, შელია, შეყილაძე, ყაველაშვილი (69, გახოკიძე), ნემსაძე (კაპ), ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.
გაფრთხილებები: კალაძე (29), ქეცბაია (52), მარკოსი (82).
გოლები: 1:0 მახლასი (12), 2:0 ლიბეროპულოსი (15), 3:0 უზუნიდისი (36).
მსაჯი: ათანას უზუნოვი, ივან ბორისოვ-ლეკოვი, იორდან იორდანოვი (ბულგარეთი).


თბილისი. 5 ივნისი, 1999. ”ბორის პაიჭაძე”. 15000 მაყურებელი.
საქართველო - საბერძნეთი 1:2 (0:0) ე.ჩ.შ.
საქართველო: გვარამაძე, ჭიჭვეიშვილი (9, დიდავა), ხიზანეიშვილი, ახვლედიანი (65, ხიზანიშვილი), წერეთელი, ცქიტიშვილი (56, ალექსიძე), ნემსაძე (კაპ), ჯამარაული, ქეცბაია, აშვეთია, კობიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი.
საბერძნეთი: ატმაციდისი, მავროგენიდისი, კასაპისი, უზუნიდისი, ანატოლაკისი, პურსანიდისი, ზაგორაკისი (80, ფრანცესკოსი), კონსტანტინიდისი (46, ფრუსოსი), მახლასი, ნინიადისი, გეორგატოსი (61, ანასტასიუ).
მთავარი მწვრთნელი: ვასილიოს დანიელი.
გაფრთხილებები: წერეთელი (4), დიდავა (21), კასაპისი (32), კონსტანტინიდისი (33), ნემსაძე (52), ფრუსოსი (74), პურსანიდისი (77).
გოლები: 1:0 ქეცბაია (54), 1:1 ფრანცესკოსი (86), 1:2 მახლასი (90).
მსაჯები: ვილიამ იანგი, ჯეიმს მაკბრაიდი, დევიდ დოიგი (შოტლანდია).

თბილისი. 26 მარტი, 2005. ”ლოკომოტივი”. 23000 მაყურებელი.
საქართველო - საბერძნეთი 1:3 (1:2) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო: ლომაია, მჟავანაძე, ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე (კაპ), კვირკველია, გოგუა (46, ცქიტიშვილი), ასათიანი, კობიაშვილი, დემეტრაძე, შ. არველაძე (59, ა. იაშვილი).
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი.
საბერძნეთი: ნიკოპოლიდისი, სეიტარიდისი, კაპსისი, კაცურანისი, გუმასი, ბასინასი, ზაგორაკისი, კარაგუნისი, იანაკოპულოსი, ვრიზასი, ხარისტეასი.
მთავარი მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი.
გაფრთხილებები: მჟავანაძე (42), ხიზანიშვილი (44), გუმასი (61).
გოლები: 1:0 ასათიანი (22), 1:1 კაპსისი (43), 1:2 ვრიზასი (44), 1:3 იანაკოპულოსი (53).
მსაჯები: რობერტო როსეტი, მარკო ივალდი, ალესანდრო გრისელი (იტალია).

პირეოსი. 12 ოქტომბერი, 2005 წელი. “გიორგიოს კარაისკაკი”, 28186 მაყურებელი.
საბერძნეთი - საქართველო 1:0 (1:0) მ.ჩ.შ.
საბერძნეთი: ნიკოპოლიდისი, სეიტარიდისი, კაპსისი, დელასი (63, ანატოლაკისი), გუმასი, ბასინასი, ზაგორაკისი (53, კაფესი), კაცურანისი, სალპინგიდისი, პაპადოპულოსი, მანციოსი (46, ვრიზასი).
მთავარი მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი.
საქართველო: რევიშვილი, მჟავანაძე, ხიზანიშვილი, კალაძე (კაპ), სალუქვაძე (46, წინამძღვრიშვილი), კობიაშვილი, კანკავა, მუჯირი, განუგრავა, გოგუა, დემეტრაძე (86, რევაზ გოცირიძე).
მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე.
გაფრთხილებები: გოგუა (9), მუჯირი (27), ბასინასი (29), კანკავა (37), ვრიზასი (52), კობიაშვილი (85), გოცირიძე (90+2).
გოლი: 1:0 პაპადოპულოსი (17).
მსაჯები: მატეო ტრეფოლონი, ლუკა მაჯიანი, ანდრეა კონსოლო (იტალია).

---------- პოსტი დამატებულია: - 15:55 ---------- წინა პოსტი - 15:54 ----------

მშვენიერი სტატისტიკა გვაქვს