+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 3 (3-დან)

თემა: ქართული ლუდი - მირზაანი

Share
  1. #1
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 163 702
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    ქართული ლუდი - მირზაანი



    ლუდი "ხორბლის"

    ამ სახის ლუდი იხარშება საქართველოში პირველად, მხოლოდ "მირზაანი"-ს რესტორნების ქსელში. იგი მზადდება ალაოსგან და სპეციალური ტიპის ხორბლისგან. ტექნოლოგიური სქემა მთლიანად შეესაბამება ბავარიული ე.წ. "ვაიცენის" ლუდის ტექნოლოგიას. "ხორბლის" ლუდი გამოირჩევა განსხვავებული არომატით, მასში განსაკუთრებულად იგრძნობა ხილის ტონები. "პილზენის" ტიპის ლუდისგან განსხვავებით, სიმწარე შედარებით ნაკლებია. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,9 %.



    ლუდი "პილზენი"

    "პილზენის" ლუდის დასამზადებლად ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ე.წ. "პილზენის" ტიპის ალაო, რომელიც მზადდება სპეციალური ქერისგან ჩეხური ტექნოლოგიის მიხედვით. "პილზენის" ტიპის ლუდი გამოირჩევა მისი სიმსუბუქით, სვიის განსაკუთრებული არომატით და სიმწრით. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,8 %.



    ლუდი "შავი"

    ამ ტიპის ლუდი მზადდება ალაოსგან და სპეციალური ე.წ. კარამელიზირებული (მოხალული) ალაოსგან. მისი დამზადების ტექნოლოგიაში გამოყენებულია ტიპიური ბრიტანული ელებისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური სქემა. "შავი" ლუდი გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი კარამელის გემოთი და სვიის განსაკუთრებული არომატით. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 5.2 %.



    ლუდი „ქერის“

    "ქერის" ლუდის დასამზადებელ ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ქერი და ე.წ. "პილზენის" ტიპის ალაო. "ქერის" ლუდი არის გაფილტრული, ამავდროულად ხარშვის ტექნოლოგიური ციკლი მთლიანად შეესაბამება საქართველოს მთაში გავრცელებულ ტრადიციებს. ლუდისთვის განსაკუთრებული არომატის და სიმწრის მისანიჭებლად გამოიყენება ე.წ. ფოთლოვანი სვია. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,7%.




    ლუდი „შებოლილი“

    ლუდი მზადდება "პილზენის" ტიპის, შებოლილი ალაოსგან. შებოლვისთვის გამოიყენება ფოთლოვანი ხის, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული შეშა. „შებოლილ“ ლუდს აქვს დამახასიათებელი სიმწარე და ბოლის არომატი. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,7%.


    წყარო: mirzaani.ge
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან giogi-ს სასარგებლო პოსტისათვის

    DelMar (24-06-2011)

  3. #2
    Junior Member Gurenko - სურს გახდეს სახელგანთქმული Gurenko-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Apr 2010
    პოსტები
    8

    დონე: 20 [?]
    გამოცდილება: 28 086
    შემდეგი დონე: 29 658

    რეპუტაცია
    0

    ჯვებ რომელს ჩააკოკლოზინებდი?

  4. #3
    Super Moderator irakli - სურს გახდეს სახელგანთქმული irakli-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    32
    პოსტები
    87

    დონე: 31 [?]
    გამოცდილება: 311 065
    შემდეგი დონე: 369 628

    რეპუტაცია
    10

    მაინც ხორბლის ლუდი ჩემპიონია!

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. პასუხი: 4
    ბოლო პოსტი: 03-09-2010, 10:00
  2. მავნე ქართული ტრადიციები
    დაპოსტა FresH-მ ფორუმში მსოფლიოს ირგვლივ
    პასუხი: 0
    ბოლო პოსტი: 30-04-2010, 14:19
  3. ქართული ფეხბურთი
    დაპოსტა Dato-მ ფორუმში სპორტი
    პასუხი: 8
    ბოლო პოსტი: 23-03-2010, 00:17
  4. საუკეთესო ქართული ლუდი
    დაპოსტა giogi-მ ფორუმში ალკოჰოლური სასმელები
    პასუხი: 3
    ბოლო პოსტი: 01-03-2010, 16:07

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney