+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 2 (2-დან)

თემა: რა უნდა იცოდეთ ალკოჰოლის შესახებ

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 721 574
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    რა უნდა იცოდეთ ალკოჰოლის შესახებ

    ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად, ტვინის შემდგომ, ყველაზე ხშირად ღვიძლი ზიანდება. თუ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფსიქიკის დარღვევასა და აზროვნების უნარის დაბინდვასთან, მეორე შემთხვევაში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება.

    ალკოჰოლის ჭარბმა და ხანგრძლივმა მიღებამ ღვიძლის სხვადასხვა სახის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, რაც ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების სახელით არის ცნობილი. თითქმის 100%-ს ადამიანებისას, რომლებიც სისტემატურად იღებენ ალკოჰოლს, აღენიშნება ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი (ღვიძლის უჯრედებში ცხიმის დაგროვება), 35%-ს - ალკოჰოლური ჰეპატიტი, ხოლო 10-20%-ს - ალკოჰოლური ციროზი (ამ დროს, ღვიძლის უჯრედები კვდება). ალბათ იკითხავთ - ბევრი სვამს, მაგრამ ღვიძლი ყველას ხომ არ უზიანდება?

    როგორც აღვნიშნე, ალკოჰოლის ჭარბი და ხანგრძლივი მოხმარება (10-12 და მეტი წელი) ღვიძლს აზიანებს, თორემ ალკოჰოლის (მეტწილად, ღვინის) ზომიერად მიღებით (მაგალითად, სადილობისას 1 ჭიქა ღვინო), პირიქით - ჯანმრთელობას სარგებელსაც კი მოვუტანთ. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, თავდაპირველად (რამდენიმე წელი), ღვიძლის დაზიანება პაციენტს არ აწუხებს, მაგრამ თუ აკლოჰოლის მოხმარებას განაგრძობს, დროთა განმავლობაში უეჭველად იჩენს თავს. მით უმეტეს, თუ ალკოჰოლის ჭარბად მიღებას თან ახლავს ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი ფაქტორებია, მაგალითად, ცუდი კვება (არაკალორიული, ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვები), ასაკი (რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყებენ ალკოჰოლის მოხმარებას, ღვიძლის დაზიანების მით უფრო მეტი შანსია), ალკოჰოლის მიმართ გენეტიკურად ჩადებული მგრძნობელობა, ნიკოტინი, ყავა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება და სხვა.

    აქვე გაცნობებთ, თუ რა რაოდენობით ალკოჰოლია საშიში ჯანმრთელობისთვის. ღვიძლის პათოლოგიის განვითარებისთვის საკმარისია, მამაკაცმა რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად მიიღოს დღეში 40-100 გ ეთანოლი, რომელსაც დაახლოებით 100-125 მლ არაყი (კონიაკი, ვისკი და სხვა მაგარი სასმელები), 0.4-1 ლ ღვინო ან 1-2 ლ ლუდი შეიცავს; ქალებში ღვიძლის დაზიანებას 20 გ (50 მლ არაყი, 200 მლ ღვინო, 0,5 ლ ლუდი) ეთანოლის სისტემატური მიღებაც კი იწვევს. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმლის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობას მეტი ზიანი ადგება.
    ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებები სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს. ჩვენ ყველაზე ხშირ სიმპტომებს ჩამოვთვლით, რათა რომელიმე მათგანის გაჩენისთანავე, ექიმს მიმართოთ. გახსოვდეთ - საწყის ეტაპზე ღვიძლში განვითარებულ ცვლილებებს მკურნალობით დაძლევთ, ძლიერ გართულებულს კი - არა.

    - ღვიძლის გადიდება (90%), რომელსაც პაციენტი თავდაპირველად მუცელში მარჯვენა მხარეს გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნებით აღმოაჩენს, შემდგომ ტკივილს გამოიწვევს;

    - უმადობა (70%);

    - წონაში დაკლება (55%);

    - თითქოსდა უმიზეზო ტკივილი მუცელში (50%);

    - სიყვითლე (50%);

    - ცხელება ანუ ტემპერატურის მატება (45%);

    - სისტემატური ხასიათის გულისრევა, პერიოდულად - ღებინება (40%) და სხვა.

    მკურნალობა სიმპტომურია ანუ - რა სიმპტომიც ვლინდება (სუბიექტურიც - რომელიც პაციენტს აწუხებს, და ობიექტურიც - რომელიც გამოკვლევით დგინდება), მის აღმოსაფხვრელად, ექიმი მკურნალობას ნიშნავს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია - ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა. ასევე დიდი როლი ენიჭება კვებას: რეკომენდებულია კალორიული და ცილებით მდიდარი საკვები (ხორცი, კვერცხის ცილა და სხვა); ასევე აუცილებელია ვიტამინების კომპლექსის (B6, Â12, C, K, E) მიღება.

    ალკოჰოლი წამლებთან შეუთავსებელია
    წამალი და ალკოჰოლი ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათი ერთდროულად მოხმარება შეიძლება, საკმაოდ უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზოგ შემთხვევაში, წამლის მოქმედების დაქვეითება, ზოგში კი - გაძლიერება ხდება.
    მაგალითად:

    * ასპირინისა და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება, კუჭის წყლულის ჩამოყალიბება გამოიწვიოს;

    * სპირტიან სასმელებთან ერთად არანარკოტიკული ანალგეტიკების (ანალგინი, ამიდოპირინი, პარაცეტამოლი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი) მიღება იწვევს ტაქიკარდიას (გულის ცემის აჩქარება), მოთენთილობას, ყურებში ხმაურის შეგრძნებას;

    * პარაცეტამოლისა და ალკოჰოლის `შეერთება~ იმდენად ტოქსიკურია, რომ მინიმალურ დოზებშიც კი შეიძლება, ღვიძლის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს;

    * ალკოჰოლი ნებისმიერი წამლის ალერგიულ რეაქციას აძლიერებს;

    * ალკოჰოლი რამდენჯერმე აძლიერებს სისხლის შედედების უნარის დამაქვეითებელი პრეპარატების მოქმედებას (დიკუმარინი, ნეოდიკუმარინი, სინკუმარი და სხვა), რასაც შეიძლება მოჰყვეს ძლიერი სისხლდენა და სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში, მათ შორის ტვინში;

    * ალკოჰოლის ფონზე იცვლება ბევრი ანტიბიოტიკის მოქმედება: დოკსიცილინი - სუსტად მოქმედებს; ლევომიცეტინი - იწვევს წამოხურებას, კანკალს, გულისცემის შეგრძნებას, თავში ხმაურს; მეტრონიდაზოლის და ფურაზოლიდონის მოქმედება სრულიად იცვლება. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მიღება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს;

    * ალკოჰოლი აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მოქმედებას (საძილე, სედატიური და სხვა ფსიქოტროპული პრეპარატები, სიცხის დამწევები, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებლები ანუ ანალგეტიკები). ცნობილია მრავალი შემთხვევა, როცა ამ წამლების აბსოლუტურად უვნებელმა დოზებმა ალკოჰოლთან ერთად მიღებისას, მძიმე შედეგები და სიკვდილიც კი გამოიწვია;

    * საძილე საშუალებებისა და დამამშვიდებლების ალკოჰოლთან ურთიერთმოქმედება იწვევს კოორდინაციის ძლიერ დარღვევას, ძილიანობას და შეიძლება, სავალალო შედეგით დასრულდეს;

    * კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კლონაზეპამი), საძილე, ტრანკვილიზატორი (დიაზეპამი და სხვა) ალკოჰოლის გავლენით, სუნთქვის ცენტრის ძლიერ დათრგუნვას იწვევს და ხშირად, კომატოზური მდგომარეობის განვითარებას განაპირობებს;

    * ალკოჰოლი ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიმედროლი, სუპრასტინი და სხვა) მომადუნებელ მოქმედებას აძლიერეს;

    * ძალზე საშიშია აკლოჰოლისა და ანტიდეპრესანტების ერთად მიღება: ლუდის ან ღვინის სულ უმნიშვნელო დოზამაც კი შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და ჰიპერტონიული კრიზი; ამასთან, ეს საშიშროება პრეპარატის მოხსნიდან 2 კვირის მანძილზე გრძელდება;

    * რეზერპინის, ადელფანის, კლოფელინის, გემიტონის, დოპეგიტის ალკოჰოლთან ერთად მიღება იწვევს წნევის მკვეთრ დაცემას და ზოგჯერ, კოლაფსსაც კი;

    * ალკოჰოლისა და ნიტროგლიცერინის ან პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა პრეპარეტების, ასევე - სპაზმოლიტიკური საშუალებების ერთდროულად მიღება იწვევს სისხლძარღვების ისეთ ძლიერ გაფართოებას, რომელმაც შეიძლება, სისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი) გამოიწვიოს; ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება;

    * შარდმდენი საშუალებებით მკურნალობისას ალკოჰოლის ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება განაპირობოს მძიმე მოვლენები: ძილიანობა, ღებინება, არტერიული წნევის ვარდნა, გულის მწვავე უკმარისობა;

    * მთელი რიგი პრეპარატები ორგანიზმზე ალკოჰოლის მოქმედების გაძლიერებას იწვევს; ამ პრეპარატებს შორისაა: ამინაზინი, კეტოტიფენი, ცერუკალი (რეგლანი), ციმეტიდინი, ბრომოკრიპტინი, კოდეინი;
    * სპირტიან სასმელებთან ერთად ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს: თრომბოფლებიტის, კრუნჩხვების, კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პროვოცირება.

    აუცილებელია იცოდეთ:
    *ალკოჰოლი+ასპირინი=კუჭის წყლულს;

    *ალკოჰოლი+კოფეინი, ეფედრინი, თეოფედრინი, კოლდრექსი, წნევის ამწევი საშუალებები=ჰიპერტონიულ კრიზს;

    *ალკოჰოლი+შარდმდენები, წნევის დამწევები=არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას;

    *ალკოჰოლი+პარაცეტამოლი (პანადოლი, ეფერალგანი)= ღვიძლის ტოქსიკურ დაზიანებას;

    *ალკოჰოლი+შაქრის დამწევი საშუალებები (ინსულინი და აბები) = სისხლში შაქრის შემცველობის მკვეთრ დაცემას, კომას;

    *ალკოჰოლი + ნეიროლეპტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები=ინტოქსიკაციას;

    *ალკოჰოლი+ საძილეები, ტრანკვილიზატორები=ინტოქსიკაციას, ტვინისმიერ კომას;

    *ალკოჰოლი+ანტიბიოტიკები, სულფანლამიდები=წამლის აუტანლობას, სამკურნალო ეფექტის არქონას;

    *ალკოჰოლი+ნიტროგლიცერინი, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებები =ტკივილის სინდრომის გაძლიერებას და ალერგიულ რეაქციას.

  2. მომხმარებლები, რომლებიც მადლობას უხდიან franshiza-ს სასარგებლო პოსტისათვის

    FresH (29-09-2010)

  3. #2
    Super Moderator Dato - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე Dato-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Mar 2010
    მდებარეობა
    TemQa
    ასაკი
    28
    პოსტები
    219

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 763 695
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    ეს სამედიცინო წიგნიდან ამოიწერე?

    1 0 0 % Alcoooooooooooooooooooooholics

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

მსგავსი თემები

  1. საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ (რუსულად)
    დაპოსტა giogi-მ ფორუმში საინტერესო მოვლენები და ფაქტები
    პასუხი: 1
    ბოლო პოსტი: 16-09-2011, 23:43
  2. პასუხი: 0
    ბოლო პოსტი: 24-08-2011, 10:35
  3. Fat Woman Pole Dance Fail (ეს უნდა ნახო)
    დაპოსტა FresH-მ ფორუმში იუმორი
    პასუხი: 2
    ბოლო პოსტი: 06-05-2011, 13:43
  4. სხვა ვინ უნდა მოიგოს თუ ჩვენ არა
    დაპოსტა vako-მ ფორუმში საინტერესო მოვლენები და ფაქტები
    პასუხი: 6
    ბოლო პოსტი: 03-03-2011, 14:39
  5. ალკოჰოლის როლი ადამიანის ცხოვრებაში
    დაპოსტა franshiza-მ ფორუმში ალკოჰოლური სასმელები
    პასუხი: 2
    ბოლო პოსტი: 20-03-2010, 15:11

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney