+ ახალი პოსტის დამატება
შედეგები 1 / 4 (4-დან)

თემა: დემი მურმა ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში სტრიპტიზ-შოუ მოაწყო

Share
  1. #1
    Super Moderator franshiza - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე franshiza-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    Tbilisi
    ასაკი
    31
    პოსტები
    205

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 721 574
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    დემი მურმა ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში სტრიპტიზ-შოუ მოაწყო

    მსახიობ დემი მურს ძალიან უყვარს სოციალურ ქსელ Twitter-ში წერა. ცოტა ხნის წინ მან თავის მიკრობლოგში საცვლების ამარა აბაზანაში გადაღებული ფოტოები განათავსა.

    როგორც ფოტოებზე ჩანს, 47 წლის დემი შესანიშნავ ფორმაშია, მას იდეალური სხეული აქვს და თინეიჯერ გოგონებს ტოლს არ უდებს, არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ საქციელითაც. ნახევრად შიშველი მსახიობი თავის მკითხველებს რჩევებს აძლევდა, როგორ შეინარჩუნონ ამგვარი სხეული 50 წლის ასაკში.

    ცოტა ხნის წინ მთვრალი დემი მური მეგობრებთან წვეულების შემდეგ ქუჩაში სტრიპტიზის მოწყობას ცდილობდა.
    რამდენიმე დღის წინ კი ლას-ვეგასის კლუბში ბინძური ცეკვების შოუ მოაწყო.
    ვარსკვლავი მეუღლესთან ერთად კლუბში საერთო მეგობრის რეპერ სნუპ დოგის კონცერტის საყურებლად მივიდა.

    მუსიკით თუ სასმელით გათამამებული დემი ისე აღეგზნო, რომ ეშტონის წინ დაიჩოქა და მუსიკის რიტმის შესაბამისად რხევა დაიწყო.

    თუმცა ეს მას არასაკმარისად მხიარულად მოეჩვენა, უცებ ფეხზე წამოხტა და მოულოდნელად სცენაზე ავიდა, სადაც ეროტიკული ცეკვა განაგრძო.

    როგორც ჩანს, დემიმ ახალგაზრდობა და ფილმი "სტრიპტიზი" გაიხსენა. ამ ფილმში თამაშისთვის მან სტრიპტიზის ცეკვა სპეციალურად შეისწავლა.

    მიუხედავად იმისა, რომ კინოს გადაღებიდან მრავალი წელი გავიდა, მსახიობი ძველებურად შესანიშნავად ცეკვავს.

    ეშტონ კატჩერს დემისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუმცა ამ ყველაფერში მონაწილეობა არ ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ დემი მეუღლეს სცენაზე ექაჩებოდა, მან მაყურებლად დარჩენა არჩია.

    ---------- პოსტი დამატებულია: - 16:44 ---------- წინა პოსტი - 16:44 ----------

    აი ამას ჰქვია ოჯახის ქალი

  2. #2
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 821 802
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    სურათები დაიდოს მარტო ტექსტი ვის რათუნდა
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

  3. #3
    Administrator giogi has a spectacular aura about giogi has a spectacular aura about giogi-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Jan 2010
    მდებარეობა
    Tbilisi, Georgia
    ასაკი
    37
    პოსტები
    324

    დონე: 37 [?]
    გამოცდილება: 1 145 690
    შემდეგი დონე: 1 209 937

    რეპუტაცია
    10

    ნალბო რათ გინდა სურათები ?
    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.

  4. #4
    Super Moderator nalbo - ცოტაღა აკლია პოპულარობამდე nalbo-ის ავატარი
    გაწევრიანდა
    Feb 2010
    მდებარეობა
    ტიკჭორა
    პოსტები
    235

    დონე: 35 [?]
    გამოცდილება: 821 802
    შემდეგი დონე: 824 290

    რეპუტაცია
    10

    თვალსაჩინოებისთვის, წაკითხულს დანახული ჯობსო არ გაგიგონია??? :d
    ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა
    ცეცხლზე შიშხინი მწვადისა
    გარმონზე აცეკვებული
    თითები თუში ქალისა!

+ ახალი პოსტის დამატება

ინფორმაცის თემის შესახებ

ამ თემას ათვალიერებს:

ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)

     

თემის ციტატები

დაპოსტვის წესები

  • თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა
  • თქვენ არ შეგიძლიათ დაპოსტოთ პასუხი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი
We accept eMoney