DelMar (24-06-2011)
ლუდი "ხორბლის"
ამ სახის ლუდი იხარშება საქართველოში პირველად, მხოლოდ "მირზაანი"-ს რესტორნების ქსელში. იგი მზადდება ალაოსგან და სპეციალური ტიპის ხორბლისგან. ტექნოლოგიური სქემა მთლიანად შეესაბამება ბავარიული ე.წ. "ვაიცენის" ლუდის ტექნოლოგიას. "ხორბლის" ლუდი გამოირჩევა განსხვავებული არომატით, მასში განსაკუთრებულად იგრძნობა ხილის ტონები. "პილზენის" ტიპის ლუდისგან განსხვავებით, სიმწარე შედარებით ნაკლებია. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,9 %.
ლუდი "პილზენი"
"პილზენის" ლუდის დასამზადებლად ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ე.წ. "პილზენის" ტიპის ალაო, რომელიც მზადდება სპეციალური ქერისგან ჩეხური ტექნოლოგიის მიხედვით. "პილზენის" ტიპის ლუდი გამოირჩევა მისი სიმსუბუქით, სვიის განსაკუთრებული არომატით და სიმწრით. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,8 %.
ლუდი "შავი"
ამ ტიპის ლუდი მზადდება ალაოსგან და სპეციალური ე.წ. კარამელიზირებული (მოხალული) ალაოსგან. მისი დამზადების ტექნოლოგიაში გამოყენებულია ტიპიური ბრიტანული ელებისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური სქემა. "შავი" ლუდი გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი კარამელის გემოთი და სვიის განსაკუთრებული არომატით. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 5.2 %.
ლუდი „ქერის“
"ქერის" ლუდის დასამზადებელ ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ქერი და ე.წ. "პილზენის" ტიპის ალაო. "ქერის" ლუდი არის გაფილტრული, ამავდროულად ხარშვის ტექნოლოგიური ციკლი მთლიანად შეესაბამება საქართველოს მთაში გავრცელებულ ტრადიციებს. ლუდისთვის განსაკუთრებული არომატის და სიმწრის მისანიჭებლად გამოიყენება ე.წ. ფოთლოვანი სვია. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,7%.
ლუდი „შებოლილი“
ლუდი მზადდება "პილზენის" ტიპის, შებოლილი ალაოსგან. შებოლვისთვის გამოიყენება ფოთლოვანი ხის, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული შეშა. „შებოლილ“ ლუდს აქვს დამახასიათებელი სიმწარე და ბოლის არომატი. ალკოჰოლის მინიმალური შემცველობა - 4,7%.
წყარო: mirzaani.ge
Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
Alcohol may be man’s worst enemy, but bible teaches us to love our enemy.
DelMar (24-06-2011)
მაინც ხორბლის ლუდი ჩემპიონია!
ეხლა ამ თემას ათვალიერებს 1 მომხმარებელი. (0 წევრი და 1 სტუმარი)