შოტლანდიაში 41-გრადუსიანი ლუდი მოხარშეს



    შოტლანდიაში მოხარშეს და გასაყიდად გამოიტანეს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ლუდი – იგი მაგარია არაყზეც და ვისკიზეც, ვინაიდან შეიცავს არა 40, არამედ 41 ალკოჰოლურ გრადუსს. ამით შოტლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა ფირმა „ბრევდოგ“-მა გააუმჯობესა თავისი გერმანელი კოლეგების რეკორდი – გერმანულმა ფირმა „შორშბროუ“-მ გამოუშვა 40-გრადუსიანი „შორშბოქ 40“.

    41-გრადუსიანი ლუდი იყიდება კომპანიის საიტით, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეტანით. 330 მილილიტრი ტევადობის ბოთლი 40 ფუნტი სტერლინგი ეღირება, პლუს 7 ფუნტი, ადგილზე მიტანისთვის. ეს გერმანული ლუდი იყიდება შოტლანდიაში. 25 მილილიტრი ტევადობის ბოთლი 10 ფუნტი სტერლინგი ღირს. სულ გამოშვებულია 40 ფაიფურის ბოთლი, თითოეული – ლუდის მხარშავის ავტოგრაფით. გლაზგოს ბარში ასეთი მხოლოდ ორი ბოთლი მიიღეს, ამიტომ მხოლოდ 25 ჭიქის გაყიდვა შეუძლიათ.

    შოტლანდიაში ზემაგარი ლუდის გავრცელებამ შეაშფოთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ალკოჰოლ ფოქუს სქოთლანდ“. მისმა გენერალურმა დირექტორმა, ჯეკ ლოუმ, განაცხადა: „გული გაგვიტეხა იმან, რომ ამ საწარმომ გადაწყვიტა, დაშვებულიყო მარკეტინგულ ილეთებამდე, რომელიც დაფუძნებულია ალკოჰოლის სიმაგრეზე. იმ დროს, როდესაც შოტლანდიაში სერიოზული ალკოჰოლური პრობლემებია. უფრო პასუხისმგებელი ლუდის მწარმოებელი თავის ძალისხმევას არ დაიშურებდა, შეექმნა მცირე სიმაგრისა და მაღალი ხარისხის ლუდი თავისი კლიენტებისთვის“. მაგრამ ბარის მეპატრონე პეტრე ვეტცელი არ ეთანხმება ლოუს განცხადებას და ამბობს, რომ ახალი ლუდი მხოლოდ გერმანული პროდუქციის კონკურენტია და ვერავინ შეძლებს ერთ ჭიქაზე მეტის დალევას.

    წყარო: ucnauri.com
    ეს სტატია გადმოტანილია ფორუმის თემიდან: შოტლანდიაში 41-გრადუსიანი ლუდი მოხარშეს ავტორი giogi საწყისი პოსტის ნახვა
    კომენტარი 2 კომენტარი
    1. vako-ის ავატარი
      რა ერთი ჭიქა
    1. giogi-ის ავატარი
      ეს ლუდი და ვობლა

    კალენდარი Calendar

    <
    December   2018
    >
    Su Mo Tu We Th Fr Sa
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31

    Facebook

    ტოპ 5 წევრი


    ShadoW
    Junior Member
    Posts: 0

    geri333
    0

    jvebe
    0

    sofi
    0

    saba
    0

We accept eMoney