იაპონელებმა ლუდი შექმნეს, რომელიც კალორიებს არ შეიცავს



    იაპონელებმა ლუდი გამოუშვეს, რომელიც კალორიას არ შეიცავს, რითაც, პირველ რიგში, სასმლის ის მოყვარულები გაახარეს, რომლებიც ტანადობას უფრთხილდებიან. უკვე საუბრობენ, რომ ამ ლუდით იაპონელები ბაზარზე კონკურენციას თვით გერმანელ ლუდის მხარშველებსაც კი გაუწევენ.

    თუმცა, იაპონელთა შექმნილი სასმლისთვის ლუდის დარქმევაც მთლად მართებული არაა, რადგან ის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ამ სასმელს და მართალია, გემო და სუნიც მისნაირი აქვს, სრულებით არ შეიცავს ალკოჰოლს და არც დადუღებით მიღებული პროდუქტია.

    ამ სასმლის შექმნაზე, რომელიც W-Zero-ს მარკით გამოდის, ქარხანა Asahi-ის ბიოქიმიკოსებმა იზრუნეს. ლუდის გემოს ბალასტური ნივთიერებები, მჟავიანობის რეგულატორები, ამინომჟავები, არომატული საშუალებები, კონსერვანტი - ვიტამინი C და არომატული დანამატები განსაზღვრავს.

    აღსანიშნავია, რომ კრეატიულად მოაზროვნე იაპონელები უკვე რამდენიმე წელია, რაც ”საბავშვო ლუდს” აწარმოებენ, რომელიც გემოთი, ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინით ”უფროსებისას” ჰგავს. ”თანამედროვე ცხოვრებაზე ფეხის აყოლა გადაკვრის გარეშე ბავშვსაც უჭირს”, - ასეთია ”საბავშვო ლუდის” მწარმოებელი კომპანია Kidsbeer-ის სარეკლამო სლოგანი.

    კალენდარი Calendar

    <
    September   2023
    >
    Su Mo Tu We Th Fr Sa
    1
    2 3 4 5 6 7 8
    9 10 11 12 13 14 15
    16 17 18 19 20 21 22
    23 24 25 26 27 28 29
    30

    Facebook

    ტოპ 5 წევრი


    different
    Junior Member
    Posts: 0

    Core
    0

    lali
    0

    merciless
    0

    nestani
    0

We accept eMoney