ყველაზე მწარე ლუდი



    ბრიტანელი ლუდის ტექნოლოგი პიტერ ფაულერი თვლის, რომ მთავარი ლუდის სიმაგრე კი არა, მისი გემოა. სწორედ ამიტომ, მან მსოფლოში ყველაზე მწარე ლუდის რეცეპტი შეიმუშავა. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ფაულერის მიერ შექმნილი ლუდი, რომელსაც The Hop ეწოდება, სიმწარის 323 ერთეულს შეიცავს, რაც წინამორბედ ამერიკულ რეკორდსმენ ლუდს, Devil Dance Triple-ს, 200 ერთეულით აღემატება (სიმწარის კოეფიციენტი განისაზღვრება International Bittering Units (IBU) მიერ დადგენილი ნორმებით). ,,ამერიკელების დაჯაბნა ყოველთვის სასიამოვნოა” – აცხადებს 58 წლის ფაულერი და იქვე გულახდილად ამბობს, რომ თვითონ საკუთარი რეცეპტურით შექმნილ მწარე ლუდს მხოლოდ გაზავებულს სვამს. ფაულერი, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოში ყველაზე მწარე ლუდის რეცეპტის შესაქმნელად, აპირებს გინესის რეკორდების წიგნის მესვეურებს შეხვდეს და მათი აღიარებაც მოიპოვოს.
    ეს სტატია გადმოტანილია ფორუმის თემიდან: ყველაზე მწარე ლუდი ავტორი vako საწყისი პოსტის ნახვა

    კალენდარი Calendar

    <
    December   2018
    >
    Su Mo Tu We Th Fr Sa
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31

    Facebook

    ტოპ 5 წევრი


    chutla
    Junior Member
    Posts: 0

    chico08
    0

    manana
    0

    ანი
    0

    Giorgi C.
    0

We accept eMoney