რაღათ გვინდა მტკვარში ნათრევი თევზი, როცა არსებობს "rauchibier"-ი



    ამ საუცხოო ლუდს ასხამენ ბამბერგში - ლუდის მოყვარულთა მექაში - ფრანკონიისა და სრულიად გერმანიის ულამაზეს ქალაქში, სადაც 50-მდე სახეობის განსხვავებული ფერის, სიძლიერისა და არომატის ლუდი იხარშება. წლის განმავლობაში სპეციალური, ნეხვარლიტრიანი კერამიკის კათხებით ისმება ათობით მილიონი დეკალიტრი Vollbier (ღია ოქროსფერიდან თითქმის შავ ფერამდე). „Ungespundet" Lagerbier (გაუფილტრავი CO2-ის დაბალი შემცველობის), Bockbier (სეზონური ლუდი, ჩამოჰგავს Vollbier-ს, მაგრამ გაცილებიც ძლიერია. ძირითადად ოქტომბრიდან შობის დადგომამდე აწარმოებენ) და, რა თქმა უნდა, უეგზოტიკურესი Rauchbier-ი, ეგრეთ წოდებული ბოლში გამოყვანილი, შებოლილი ლუდი, რომელიც ლუდის მსმელის ნამდვილი ოცნებაა. ამ მუქიყავისფერი სითხის მიღებისას გეუფლება განცდა, რომ ერთდროულად სვამ ძალიან კარგ გერმანულ ლუდს და აყოლებ ასევე პატიოსანი გერმანელი ყასბის მიერ შებოლილ ძალიან გემრიელ ლორს, ძეხვს, სოსისს, ანდა სულაც შებოლილ ყველს...

    ბამბერგში ლუდის კეთების ტრადიცია შორეულ 11 საუკუნეში იღებს სათავეს. პირველი მხარშავები, რა თქმა უნდა, ბენედიქტელთა ორდენის ბერები იყვნენ. ახლაც, საუკუნეების შემდეგ, Rauchbier-თვის სპეციფიკური არომატის მისაცემად, თურმე, ალაოს წიფლის მხრჩოლავ ცეცხლზე „ხრაკავენ“. მეგობარმა, ვინც ამ ლუდით გამიმასპინძლდა, მითხრა, რომ შეუძლია უზომო რაოდენობის დალევა, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, Rauchbier-ი ძალზე კალორიული და, შეიძლება ითქვას, მსუყეც კია. სმის დროს ხვდები, რომ წყურვილის მოკვლასთან ერთად რაღაცნაირად ნაყრდები კიდეც. არაჩვეუბერივი გემოს მიუხედავად, ორზე მეტი კათხის დალევა ალბათ გამიჭირდება, თუმცა, როცა წყურვილი შემაწუხებს, გასაგები მიზეზის გამო,, Rauchbier-ს ვნატრობ და არა სხვა რომელიმეს.

    ...თუმცა, ცხადია, არც სხვა ლუდზე ვამბობ უარს. ვსვამ ყველა სახეობისას და ახლა უკვე ყლუპებს შორის ვადარებ Rauchbier-ს. ვფიქრობ, რომელი სჯობია, ესა თუ ის? კარგია, როცა არჩევანს კარგსა და საუკეთესოს შორის აკეთებ!

    წყარო: www.vinoge.com
    ეს სტატია გადმოტანილია ფორუმის თემიდან: რაღათ გვინდა მტკვარში ნათრევი თევზი, როცა არსებობს "rauchibier"-ი ავტორი vako საწყისი პოსტის ნახვა

    კალენდარი Calendar

    <
    December   2018
    >
    Su Mo Tu We Th Fr Sa
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31

    Facebook

    ტოპ 5 წევრი


    jvebe
    Member
    Posts: 0

    sofi
    0

    saba
    0

    ShadoW
    0

    geri333
    0

We accept eMoney