Heineken–სახელგანთქმული ჰოლანდიური ლუდი



    ლუდი ტრადიციული სასმელია, სწორედ ამიტომ მისი რეცეპტები სრულყოფილებამდე, როგორც წესი, სახელოვანი ოსტატების სხვადასხვა თაობებს მიჰყავთ. სხვათა შორის, ლუდსახარში, ისევე როგორც მეფის გვირგვინი, დინასტიების პრივილეგიაა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლუდის მონარქთა ყველაზე ცნობილი დინასტია ჰოლანდიელი ჰეინეკენების ოჯახია. ფირმის დამაარსებელ ჰერარდ ადრიანს ჟურნალისტები სიმბოლურად ჰეინეკენ პირველს უწოდებენ, მისი საქმის გამგრძელებელ ჰენრი პიერს–ჰეინეკენ მეორეს, ხოლო ალფრედ ჰენრის–გასული საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ მეწარმეს–ჰეინეკენ მესამეს. ჰეინეკენების ციდატელი–კონცერნის ცენტრალური გიგანტური ქარხანა ამსტერდამში მდებარეობს. მას საფუძველი ჰეინეკენ პირველმა ჩაუყარა, ჰეინეკენ მეორე ლუდის ხარისხისთვის იღვწოდა, ჰეინეკენ მესამეს კი ბრმად სჯეროდა რეკლამის მაგიური ძალის და აქცენტს მის პოპულარიზაციაზე აკეთებდა. ჰერარდ ადრიანმა ლუდის წარმოებას ხელი 22 წლის ასაკში მიჰყო. პირველი ამსტერდამული ლუდსახარშის De Hooiberg–ის შესაძენად ფული მას დედამ მისცა. წარმატების ძიებაში ჰეინეკენ პირველი ევროპაში მოგზაურობდა, ყიდულობდა მოწყობილობებს, რომლებითაც თავის ქარხანაში იმ დროისთვის უნიკალური მაკონტროლებელი ლაბორატორია გახსნა. შედეგად, მისმა სპეციალისტებმა უნიკალური საფუარი ცნობილი Heineken А შექმნეს, რომელიც ამ დრომდე გამოიყენება და სახელგანთქმული ლუდის საიდუმლო ინგრედიენტად რჩება. ჰერარდ ადრიანის წყალობით მოგზაურობა ლუდმაც დაიწყო: 1880 წლიდან Heineken–ის გაყიდვა ჰოლანდიის ფარგლებს გარეთაც ხდებოდა, ამჟამად კი მისი რეალიზაცია მსოფლიოს 170 ქვეყანაში მიმდინარეობს. ჰენრი პიერი დენდის გარეგნობით აბსოლუტურად განსხვავდებოდა მამისგან. "მშრალი კანონის" გაუქმების შემდეგ ევროპული კონცერნებიდან პირველად აშშ–ში საკუთარი პროდუქცია Heineken–მა წარადგინა. ამასთან, სწორედ ჰენრი პიერმა მოიფიქრა და განახორციელა კომპანიის პირველი დევიზი: "გამძლეობა და სიახლე". სხვა დანარჩენზე კი 1953 წლიდან უკვე ალფრედ ჰენრიმ იზრუნა. სწორედ მან მოიფიქრა შეეძინა მისი მთავარი კონკურენტის Amstel–ის ქარხნები, წარმოებული ლუდის ორი მესამედი ბოთლებში ჩამოესხა და ისე გაეყიდა. მასვე ეკუთვნის ამ ბოთლების ფორმა და დიზაინი. ალფრედ ჰენრიმ ქალაქ ზუტერვოუდში ევროპის უმსხვილესი ქარხანა გახსნა, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ჰეკტოლიტრ ლუდს აწარმოებდა. მანვე გაუკეთა ორგანიზება საჩოგბურთო ტურნირ Heineken open–ს, ლუდის ჯაზ–ფესტივალს და კონცერნ Heineken–ის საპრემიო ფონდს. და ბოლოს, მამის დევიზს ახალი საკუთარი დევიზი ჩაანაცვლა:" ჰეინეკენი აგრილებს სხეულის იმ ნაწილებსაც, რომლებამდეც ლუდის სხვა სახეობები ვერ აღწევენ". ტალანტებს ყოველთვის წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვთ. მეწარმისა და მენეჯერის ნიჭთან ერთად ჰეინეკენს შეუგუებელი და ჭირვეული ხასიათი ჰქონდა. ამას გარდა, მას განსაკუთრებით იზიდავდა იახტებისა და სპორტული თვითმფრინავების კოლექციების შეგროვება. ალფრედ ჰენრის "წითელ მელუდეს" უწოდებდნენ: იგი მუდმივად ცდილობდა გაეუმჯობესებინა მუშათა ცხოვრების პირობები. 80–იან წლებში ალფრედ ჰენრიმ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო: მან კომპანიის აქციათა ნაწილი გაყიდა და ხელმძღვანელის მოვალეობებსაც ჩამოშორდა. იგი ისე გარდაიცვალა, რომ მეგობრებსა და ქვეშევრდომებს საკუთარი 80 წლის იუბილის ხმაურიანი აღნიშვნის საშუალება არ მისცა. ლუდის მეფემ გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო დიდება, უზარმაზარი ქონება და სამეწარმეო ცივილიზაციის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო მარკა დატოვა, თუმცა მას არ დარჩა მთავარი–მემკვიდრე ჰეინეკენ მეოთხე, რომელიც საოჯახო ბიზნესსა და დინასტიას გააგრძელებდა. ლუდის მწარმოებელი კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი და 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალი მისმა ქალიშვილმა შერლენმა გადაიბარა, რომელმაც 46 წლის ასაკში დიასახლისის ყოველდღიური ცხოვრება დაივიწყა და სახლიდან ფირმის მმართველ საბჭოში გადაინაცვლა. როგორც შერლენი აცხადებს, იგი შეეცდება კიდევ უფრო გაამყაროს საგვარეულო ბიზნესი, მით უმეტეს, რომ მამის ბოლო სურვილი შემდეგნაირად ჟღერს:"დაე, კომპანია ოჯახის ხელში დარჩეს!"მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ოჯახის ფარგლებს არ გასცდა, მას გვარის შეცვლა მაინც მოუწია: კონცერნის რეალური ხელმძღვანელი შერლენის მეუღლე კუბელი მიგელ დე კორვალიოა, რომელიც კონცერნში ალფრედ ჰენრის გარდაცვალებამდეც მაღალ პოსტს იკავებდა. მაშ ასე, ლუდს ტრადიციები უყვარს...ტრადიციის თანახმად კი, Heineken–ის დასალევად იგი 6–8 გრადუსამდე უნდა გაცივდეს. სასმელი 0,3 ლიტრის მოცულობის სუფთა კათხაში თავდაპირველად 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე უნდა დაისხას, ერთი წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ იგი ბოლომდე გაავსოთ..გახსოვდეთ, მთავარია არ იჩქაროთ! ხოლო თუ ძალიან გწყურიათ, სჯობს ჯერ მინერალური წყლით გაგრილდეთ...

    კალენდარი Calendar

    <
    September   2023
    >
    Su Mo Tu We Th Fr Sa
    1
    2 3 4 5 6 7 8
    9 10 11 12 13 14 15
    16 17 18 19 20 21 22
    23 24 25 26 27 28 29
    30

    Facebook

    ტოპ 5 წევრი


    karlo
    Junior Member
    Posts: 0

    real
    0

    marina
    0

    lucius_malfoy
    0

    kakhakakha2010
    0

We accept eMoney